/18 მაისიდან რეგულაციები იცვლება

18 მაისიდან რეგულაციები იცვლება

Spread the love

. 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები, მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეებში, თუმცა შეზღუდვა არ იხსნება ავტოსატრანსპორტო საშუალებით 3 ადამიანის გადაადგილებისას.

დღევანდელი მონაცემებით  გვყავს 5 ახალი ინფიცირებული 11 გამოჯანმრთელებული და სამწუხაროდ 1 ახალი გარდაცვლილი 81 წლის ქალბატონი.

დღეს სრულიად იხსნება ნებისმიერი შესვლა და გამოსვლა ქალაქებში:რუსთავი და გარდაბანი.18 მაისიდან მოიხსნება საკარანტინო ზონა მარნეულში.

გიორგი გახარია– ,,წესების დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ თანმიმდევრულად და შედარებით უფრო სწრაფად გავხსნათ ეკონომიკა”.

,,პრემიერის განცხადებით რამდენიმე ქვეყანასთან ტურიზმის მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკება მიმდინარეობს ,რომელიც მისაღები შედეგით დასრულდება და პირველი ასეთი ქვეყანა ისრაელი იქნება”,

,,ასევე ქართული პროდუქტი უნდა იყოს ჩვენი აგროსურსათი ბაზრების დახლებზე და ასეთი პროდუქტის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რაც ქვეყანას სჭირდება.”

ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ დაგვესტიმულირებინა  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.ამის მაგალითი გახლავტ ფოთის პორტის ერთ–ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება, რომელშიც პირდაპირ ინვესტიციას ანხორციელებს ამერიკული ფონდი. ეს პროექტი უკვე დაიწყო და გადმორიცხულია 30 მილიონი დოლარი, პროექტის სრული ღირებულება გახლავთ 90 მილიონი დოლარი.

ყველაფერთან ერთად ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ინვესტიციები ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში და ფოთის პორტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში, შავი ზღვისპირეთში საზღვაო ინფრასტრუქტურა და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი შევუწყოთ ყველაფერს, მათ შორის ახალი პორტების მშენებლობასაც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 


Spread the love