/ბულვარი კრიხულაზე

ბულვარი კრიხულაზე

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი

 

2018 წელს მდინარე კრიხულას ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები განხორციელდა,   მიმდინარე წლის პირველი მარტიდან  ნაპირსამაგრი სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს, ადგილზე სულ 5–6 ადამიანია დასაქმებული, როგორც შ.პ.ს იმერმშენის მშენებლობის წარმომადგენელი, ინჟინერი – ალექსანდრე გურგენიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს,  აქ მომუშავე ადამიანებისთვის ყველანაირი პირობებია  შექმნილი , რომ უსაფრთხოების ნორმის დაცვით იმუშაონ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა – გიორგი გაგოშიძემ თქვა, რომ კრიხულას სანაპიროზე (7000 მ²–ზე) ბულვარის და სარეკრეაციო ზონის მოწყობა, კაფე-ბარებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა იგეგმება.

ბულვარის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.