. ნუ იქნებით გულგრილნი, გაიღეთ სისხლი უანგაროდ და გაუზიარეთ სიცოცხლე სხვებს!
გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე
- სამშაბათს – 11:00 სთ–ზე
- მისამართი: ბრატისლავა–რაჭის ქუჩა N11, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია
აქციას, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება, “ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი” ანხორციელებს.
რატომ უნდა გავიღოთ სისხლი?
სისხლი და სისხლის პროდუქტები განსაკუთრებით საჭიროა:
- ქალებისთვის რომელთაც აქვთ ორსულობასა და მშობიარობისათან დაკავშირებული სისხლდენა;
- ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ მწვავე ანემია, რომელიც დაკვშირებულია მალარიასა ან კვების დეფიციტთან;
- პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ სისხლის ან ძვლის ტვინის დარღვევები, ჰემოგლობინის მემკვიდრეობითი დარღვევები და იმუნური დეფიციტის მდგომარეობები;
- ადამიანებისთვის ტრავმული დაზიანებებით – საგანგებო სიტუაციების, კატასტროფებისა და უბედური შემთხვევების დროს;
- და პაციენტებისთვის, რომლებიც გადიან რთულ სამედიცინო და ქირურგიული პროცედურებს.