ამ დროისთვის COVID-19–ის მონაცემები
კორონავირუსი დაუდასტურდა კახეთში სასწრაფო დახმარების ერთ თანამშრომელს.
მარნეულში covid-19 სასწრაფოს 9 თანამშრომელს დაუდასტურდა, ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში ხუთი ახალი პაციენტია მოთავსებული, მათი საკვლევი მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი, ასევე რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა კორონავირუსი.
გორის მუნიციპალიტეტში ინფიცირების ახალი შემთხვევა დღეს დადასტურდა.
განახლებული ინფორმაცია StopCov.ge-ზე
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 582
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 207
- მათ შორის გარდაცვლილი – 8
- კარანტინის რეჟიმში – 5152
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 551
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3