/,,დედად დაბადებულო!”

,,დედად დაბადებულო!”

Spread the love

.  საოცარი ენთუზიაზმით, შემართებით და თავდადებით მუდმივად მზად იყო დახმარებოდა მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მაგრამ  მას  ვერ დავეხმარეთ…

“ყველა სიტყვა უფერულდება შენდამი იმ ტკივილის გამოსახატად, რასაც დღეს შენი მეგობრები ვგრძნობთ. ჩვენო ბავშვობა და ტკბილო მოგონება, ღიმილის დედოფალო! რთულია დაჯერება ,რომ ამიერიდან შენს მოგონებას ღიმილის მაგივრად ცრემლი შეცვლის. ამ მოკლე სიცოცხლის მანძილზე შეძელი გაცილებით მეტი, ვიდრე სხვა მოკვდავს შეეძლო. არ არის იოლი, ცხოვრების ურთულეს გამოწვევებს ასე გაუმკლავდე დარჩე ადამიანად, საუკეთესო დედად, მეგობრად თუ კოლეგად. ჩვენ, შენს ბავშვობის მეგობრებს დიდიხანია გვითბობდი გულებს, წარმოუდგენელია, რამდენი ადამიანის შეყვარება და გახარება მოგისწრია .ახლა კი ყველას ერთიანად მოგვიწევს მწარე რეალობის შეგუება. მშვიდობით, ირი!”

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სიყვარულით, ენერგიით, სილაღითა და სიკეთით სავსე ადამიანი, რომელიც დააკლდა რაჭას.

 

 


Spread the love