რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარეში არსებული მდგომარეობით ლენტეხში, თვითიზოლაციაში იმყოფება 41 პირი, ხოლო ცაგერში 18–ივე პირი მოიხსნა იზოლაციიდან. ამ ეტაპისთვის რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა და არც გამოკვლევაზე არის გაგზავნილი ნიმუშები.
საერთო ჯამში ლენტეხის მუნიციპალიტეტში სულ ინფიცირების 5 შემთხვევა გამოვლინდა, რაც შეეხება ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებში ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.