/ოკუპანტებმა მავთულხლართების უკანონო გავლება განაახლეს

ოკუპანტებმა მავთულხლართების უკანონო გავლება განაახლეს

ავტორი: ნიკა სვანი

 

ოკუპანტებმა სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს – სუსი

ქარელის რაიონში ოკუპანტებმა მავთულხლართების უკანონო გავლება განაახლეს ამ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.  

სუსი აცხადებს რომ, მიმდინარე წლის 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ტახტისძირის მიმდებარედ განახორციელა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას – აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.