/ადამიანი – რელიგიური ცხოველია

ადამიანი – რელიგიური ცხოველია

Spread the love

 

 ალბერტ კამიუს, ამ არც თუ საამაყოდ მოსასმენი,  სიტყვების წაკითხვისას, თვალწინ რელიგიური ფანატიზმისგან შეპყრობილი ადამიანი წარმოგვესახება. ადამიანი, რომელიც ცვლის ძველ ტრადიციებს,მეტიც ,,აორმაგებს დოზებს” ვინაიდან უფრო მოკლე ვადებში მოასწროს სასუფეველში დამკვიდრება.

  ყველაფერი იოანეს დროს დაიწყო, რომელმაც  ჯოხზე ხარის თავი წამოაცვა და ადამიანს მისცა რწმენის ნიჭი, შემდეგ არმაზის კულტი. ხალხს წამდა რაღაც წარმოუდგენელის, მაგრამ სხვანაირად გრძნობს ადამიანი თავს როდესაც რაღაცის წამს…

  ამ კარანტინობის ჟამს ძალიან ცუდი რეალობის წინაში დავდექით, ცხადია ვირუსი დისტანციის დარღვევით გადადის… მაგრამ ,,ბზასჩაბღაუჭებული” ადამიანისთვის ხსნა სწორედ ესაა, ეკლესია, სადაც ადამიანებს არაფერი მოსდით.

  დარწმუნებული ვარ იმ ცილისწამების ქარცეცხლში მეც მომიწევს გავლა,როგორც ურწმუნოს და სასაფლაოზე კატასთან ერთად მოსიარულეს, მაგრამ მე მივედი იმ შეგნების უმაღლეს მწვერვალზე,  რომელსაც ამ ეტაპზე სახლში, საკუთარ თავთან და რწმენასთან განმარტოება ჰქვია.

  გვახსენდება სასაფლაოებზე მომლხენი ქართველები, ეს ყველაფერი სხვანაირად იყო და დრომ თუ ადამიანმა დაამახინჯა, ძალიან ბევრი ტრადიცია ცუდად  ჩაასწორა და შეცვალა ადამიანმა, ბევრი რაღაც გამოიგონა თავის სასიკეთოთ.

   ღმერთი ადამიანის წარმოსახვის ნაყოფია და ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ვაზიანებდეთ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

 დარჩით სახლში, ღმერთი ყველაშია და ყველგანაა.

 

http://mysound.ge/track/4160/ადამიანი-რელიგიური-ცხოველია

 


Spread the love