/თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა აიკრძალება

თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა აიკრძალება

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

მთავრობის გადაწყვეტილებით  თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი, 15 აპრილის საღამოს 9 საათიდან –  10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა-გამოსვლა იკრძალება.

საუბარია არა შიდა საქალაქო მოძრაობის აკრძალვაზე, არამედ ქალაქებში შესვლასა და იქიდან გამოსვლაზე.

ეს გადაწყვეტილება დღეს 17:00 საათზე ბრიფინგზე,  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა.