/„შფოთიანი ტფილისი: პოეტების სამეფო“

„შფოთიანი ტფილისი: პოეტების სამეფო“

Spread the love

 

 გალაკტიონის შემოქმედებიდან მხოლოდ ლექსების სათაურებიც საკმარისია იმისთვის, რომ მგოსნის დამოკიდებულება თბილისზე  ნათელი გახდეს. სწორედაც რომ მას ედება ბრალი, პოეზიით ადამიანთა მოწამლისთვის.

  თუ მოვუხმობთ ფანტაზიას დავრწმუნდებით, რომ ყველა პოეტი თავისი ქალაქის სახეა, ვენას მოგვაგონებს ფელიქს ბრაუნის პოეზია, ნიშაბურსა და აღმოსავლურ სითამამეს ომარ  ხაიამი, თბილისი- გალაკტიონს.  დიდი სიყვარულიდან  იყო გამომდინარე, მთაწმინდაზე მჯდომი გალაქტიონი ნერონის ცეცხლეზე რომ ფიქრობდა, ემეტებოდა, ენანებოდა,  და უყვარდა…

  ძველ ლიტერატურას თუ გადავხედავთ, თბილისი და ქუთაისი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო, როგორც შემოქმედებითი კუთხით, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობების მხრივ. ქუთაისი ხელოვნების მშობლად თამამად შეგვიძლია ვაღიაროთ. ჯერ მარტო ის სახელები და გვარები რად ღირს, კლასიკური გიმნაზიის შესასლელთან რომ შემოგეგებება. აკა მორჩილაძეს აქვს ზუსტი შეფასება  ქუთაისის ოქროს ხანისა:“ქუთაისში ვინც ცხოვრობდა, აუცილებლად ვიღაც იყო“.

  რა ხდებოდა მაშინ? რატომ აღარ არის მსგავსი სურათი დღეს?

   ყველაფრის საწყისი ურთიერთობები იყო, ადამიანებს განსაკუთრებული დამოკიდებულებები ჰქონდათ ერთმანეთთან.

დღეს რადიკალურად შეიცვალა ადამიანი..

    დრო საშუალებას მაძლევდა და გულდასმით გადავავლე თვალი  ქართულ მხატვრულ ფილმებს. ოთხმოციანი წლებიდან მოყოლებული, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისამდე ქართველი კაცის შემოქმედებითობა და ტალანტი უხვადაა კადრებით შემონახული. ფილმებს თავიანთი დამახასებელი,დროისა და ეპოქის აღმნიშვნელი მუსიკა დასდევს.

   მე ქალაქ რუსთავში დავიბადე, ეს ქალაქი გამორჩეულია საუცხოო მეგობრობით, ჩემ თაობას ცივილიზებული ეპოქის ბოლო წარმომადგენლად მივიჩნევ. ძველ რუსთავში ხშირად მიწევდა რუსთაველის ქუჩაზე ე.წ.ხიმიკებზე სიარული, ბავშვიბას მილამაზებდა ის მისტიური გარემო,რასაც ბინებიდან კლასიკური მუსიკის ჟღერადობა აღძრავდა ჩემში. ყველა ფანჯარა ღია იყო და სიცოცხლე იგრძნობოდა. დღეს, თხუთმეტი წლის შემდეგ, ძალიან დრამატული სურათია… ფანჯრები დაიკეტა.თითქოს ისეთი არაფერი, მაგრამ სწორედ ამ კარჩაკეტილობამ განაპირობა სიცივე.

   ხშირად ვხვდები თბილისის ძველი თაობის წარმომადგენლებს.ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან და მიხარია ასე უშუალო დამოკიდებულება რომ აქვთ ახალ თაობასთან.უამრავი ისტორია მომისმენია და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც  საკუთარი აზრი არ გამაჩნდა და ტკბილ ზღაპრად წარმომედგინა ასეთი ცხოვრება…

ასაკთან ერთად მომემატა მოთხოვნები, რატომ არ შეიძლება ადამიანი იმ თბილ გარემოს, ურთიერთპატივისცემას დაუბრუნდეს? ნუთუ აუცილებელად საბჭოთა სიყვარულმა ან თუნდაც შიმშილობამ უნდა ჩამოაყალიბოს ადამიანთა შორის თბილი დამოკიდებულება?

    თბილისი არაფერი არ იყო თუ არა პროვინციიდან ჩამოსული, დიდებული ადამიანების შეკრების ადგილი. 1913 წლის აღწერის მიხედვით,თბილისში იყო 17 % ქართველი მოსახლეობა, შემდეგ მოხდა თბილის-სომხეთის ომი და დედაქალაქი დაიცალა…

ამ უკანასკნელმა განაპირობა ის, რომ ქუთაისიდან, ბათუმიდან, სამეგრელოდან, რაჭიდან  და საქართველოს ყველა კუთხიდან დაიძრა ინტელიგენტი საზოგადოება თბილისის დასახმარებლად.

მოხდა ის რაც მოხდა , თბილისი შეივსო.

     ჯანსაღი ურთიერთობები და დამოკიდებულებები ქმნიდნენ ყველაფერ ღირებულს. რთულია წარმოიდგინო ადამიანი ურთიერთობების გარეშე.

დღეს კარანტინია, ყველა სახლშია…

 ვხვდებით, თურმე როგორი ძვირფასი ყოფილა ადამიანებთან ურთიერთობა.

დარწმუნებული ვართ როგორც კი დასრულდება ეს უკანასკნელი დავაფასებთ ადამიანები ერთმანეთს?

ნუთუ გვჭირდებოდა გლობალური ვირუსი ამის გასაგებად?

   რაღა დაგვრჩენია, ვიფიქროთ…

გარეკანის სურათი: Paul Klee – Member Preview


Spread the love