/საკარანტინო ზონაში არსებული მდგომარეობა

საკარანტინო ზონაში არსებული მდგომარეობა

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

წითელ ზონად გამოცხადებული ლენტეხის სოფელი  მელე.

სოფელ მელეში დასრულებულია მოსახლეობის თერმოსკრინინგი, რომლის შედეგად 2 პიროვნებას დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა და მათზე გრძელდება დაკვირვება.

სოფელში  არჩილ ჯაფარიძე  იმყოფებოდა და  ადგილზე გაეცნო სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას.

50-მდე ოჯახის საცხოვრებელ ეზოს სრული დეზინფექცია ჩაუტარდა.

არჩილ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ საკვების მარაგებთან დაკავშირებული დეფიციტი არ შეიქმნება, სოფლის მოსახლეობას ადგილზე მოემსახურებიან ე.წ” ავტო-მაღაზიები”.