წითელ ზონად გამოცხადებული ლენტეხის სოფელი მელე.
სოფელ მელეში დასრულებულია მოსახლეობის თერმოსკრინინგი, რომლის შედეგად 2 პიროვნებას დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა და მათზე გრძელდება დაკვირვება.
სოფელში არჩილ ჯაფარიძე იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას.
50-მდე ოჯახის საცხოვრებელ ეზოს სრული დეზინფექცია ჩაუტარდა.
არჩილ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ საკვების მარაგებთან დაკავშირებული დეფიციტი არ შეიქმნება, სოფლის მოსახლეობას ადგილზე მოემსახურებიან ე.წ” ავტო-მაღაზიები”.