/ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა

ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა

ავტორი: ნიკა სვანი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა

მურის ხიდთან გზა გადაკეტილია, პერიმეტრს სამართალდამცველები და სამხედროები აკონტროლებენ.

ლენტეხში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, .ოთხივე დაინფიცირებული 53 წლის მამაკაცის ოჯახის წევრია ან  მისი ახლო გარემოცვიდანაა.

პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

დღეის ინფორმაციით ლაბორატორიიდან 11 პირის პასუხს ელოდებოდნენ, რომელთაგან 4 დადებითი,დანარჩენი კი უარყოფითი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 230 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 54 გამოჯამრთელებულია, ხოლო 3 გარდაცვლილი.