ლენტეხის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა
მურის ხიდთან გზა გადაკეტილია, პერიმეტრს სამართალდამცველები და სამხედროები აკონტროლებენ.
ლენტეხში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, .ოთხივე დაინფიცირებული 53 წლის მამაკაცის ოჯახის წევრია ან მისი ახლო გარემოცვიდანაა.
პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
დღეის ინფორმაციით ლაბორატორიიდან 11 პირის პასუხს ელოდებოდნენ, რომელთაგან 4 დადებითი,დანარჩენი კი უარყოფითი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 230 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 54 გამოჯამრთელებულია, ხოლო 3 გარდაცვლილი.