/სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გამკაცრდა რეგულაციები  ყველა სფეროში, მთელი ქვეყნის მასშტაბით,    დავინტერესდით თუ რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს რეგიონში და კონკრეტულად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ვესაუბრეთ, სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სააგენტოს უფროსს– ბატონ გაბრიელ ჩიკვაიძეს.

“– ჩვენი სამსახური ერთ–ერთი მთავარი რგოლია, რომელიც ,,წინა ხაზზე” დგას რათა დავიცვათ მოქალაქეები ამ დაავადებისაგან.

– ჩვენ ყოვეელდღიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები დაცული იყოს კვების და სურსათის ობიქეტებში.

– ჩვენს რეგიონში სურსათის მწარმოებელი ქარხნები აგრძელებენ მუშაობას, ეს აუცილებელია, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა ნორმის დაცვით.

–– ჩვენ ასევე ვაკონტროლებთ ფასებს, რათა არ მოხდეს ფასების კატასტროფული მატება.”