/ფსიქოლოგია უპირველეს ყოვლისა

ფსიქოლოგია უპირველეს ყოვლისა

ავტორი: ნიკა სვანი

 

ჩემს ასაკს თუ გავითვალისწინებთ, არ მაძლევს წარსული იმის საშუალებას რომ მოვიგონო ან შევადარო სოციალური, თუნდაც პოლიტიკური ეპოქები ერთმანეთს.

მე ოცი წლის ვარ და როგორც ყველა ოცი წლის ადამიანის ინსტიქტია, მაქსიმალურად ვისრუტავ ყველაფერს, ვაკვირდები საზოგადოებას და ვცდილობ,რაოდენ პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ადამიანში ცუდზე მეტი კარგი  დავინახო.

არსებობს ასეთი ხალხური გამოთქმა, “თუ შენი კუთხე გიყვარს, საქართველოც გიყვარსო“.             ბრძენი ხალხი იყო ჩვენი წინაპარი… მაგრამ, დღევანდელ დროში ეს გამოთქმა ვერ ამართლებს. საქართველო მხოლოდ მთები,წყლები და ტბები როდია,ძალიან დიდ როლს, ქვეყნის ესე ვთქვათ „იმიჯის“ შექმნაში, საზოგადოება თამაშობს.

დღეს რვა აპრილია, ორიათას ოცი წელი. კაცობრიობა ძალიან დიდი საფრთხის წინაშეა,  ვირუსმა იჩინა თავი,ზუსტად იმ დროს,როდესაც ადამიანს დაფიქრება მართებს: ოჯახზე,მეგობრებზე,საკუთარ თავზე…კარანტინია და ძალიან ბევრი დრო გვაქვს საკუთარი თავისთვის, გვაქვს შანსი შემეცნებითად და საინტერესოდ ვიცხოვროთ, თუნდაც ოთახში გამოკეტილებმა.

კარანტინსა და გრიპს, ჩემდა გასაკვირად, პანიკა და სტრესი მოჰყვა, ალბათ გაგიკვირდებათ რატომ გასაკვირად? ხალხს ვაკვირდები,ძირითადად სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში, ცხადად ჩანს რომ ჩაირთო ინსტიქტი „ბრძოლა გადარჩენისთვის“.

მესმის უფროსი თაობის…

ნაცრისფერი ოთხმოცდაათიანი წლები როდესაც გაგახსენდება, კარანტინის დროს ლოგიკური ფიქრებში იხლართებიან : “საჭმელი არ გამოილიოს“ „მოვიმარაგო“. იარაღით მოგვარებული პურის რიგები, შიმშილობა და უშუქობა. მოდი და როგორ გინდა ამ ყველაფრის მერე, კარანტინს ,,ლოგინში წამოგორებული” შეხვდე, როდესაც ხალხი „მომარაგების“ რეჟიმშია.

ვაკვირდები საზოგადოებას, მაქსიმალურად ჩართული ვარ პროცესებში და პროტესტის გრძნობა მიჩნდება. დროთა განმავლობაში ვხვდები,რომ ძალიან მარტივი სამართავია ადამიანი.ისტერიულად მეშინია,რომელიმე პოლიტიკურმა ფიგურამ  არ წამოისროლოს სიტყვები: „ყველაფერი მოიმარაგეთ“ ან „პროდუქტი  შეიძლება გამოილიოს“,  ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ რა მოხდება?

მახსენდება 2008 წლის აგვისტო, მსგავსი შემთხვევა მოხდა, ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთმა გავლენიანმა ფიგურამ, ხალხს მოუწოდა  „საჭმლის გამოლევის საშიშროებაა და მოიმარაგეთო“. მახსენდება რა ხდებოდა ხალხში.. .ისედაც შეშინებულ ხალხს, უფრო გაუმძაფრდათ სიკვდილის შიში…

რა აზრი აქვს  ტყვია მოგკლავს თუ შიმშილობა? ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამებოდა, პასუხი კი არავინ მოსთხოვა ამ სიტყვების ავტორს.

ქართველები მაინც აზიური ხასიათის ხალხი ვართ, რადიკალიზმით გამორჩეულები, ამ ყველაფერს ჩვენი ტრადიციები დამოკიდებულებები თვალნათლივ გვიჩვენებს. გარკვეული თვალსაზრისით კარგია, მაგრამ ხშირშემთხვევაში ჩვენი ფსიქიკა ზიანდება ამ რადიკალური დამოკიდებულებების ჟამს. ვირუსი დარწმუნებული ვარ არც პირველი და  უკანასკნელი პრობლემა არ არის ქართველთა ცხოვრებაში.

მე ვხედავ ადამიანებს, რომელებიც საკუთარი ცხოვრების „გასალამაზებლად“ იყენებენ ხალხის ამ პანიკას.არავინ არ არის იმედის მომცემად და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა დაუშვა, რომ ვირუსი ბლეფია, ტყუილი, რომელიც რაღაც დოზით ადამიანის ფსიქიკაში ნერგავს სტრესსა და შიშს.

ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება.

წამყვანი ქვეყნის პირველი პირები პანიკაში არიან, არავითარ იმედს,ხელმოსაჭიდს არ იძლევიან, პირიქით,ყველა მოგვიწოდებს ლოზუნგით „ჯერ სად ხართ“.სად ვართ და განვითარების იმ დონეზე,რომელზედაც ადამიანისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ვაქცინის შექმნა.მსოფლიო მედიცინა იმ დონეზეა,რომ შეუძლია ადამიანის თავს სხეული შეუცვალოს.ეს ყველაფერი სულის არსებობას აყენებს ეჭვქვეშ.ასეთი განვითარების შემდეგ, მედიცინას შესწევს ძალა კაცობრიობა შეცვალოს…

გავიხსენოთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ეპიდემია „შავი ჭირი“, რომელიც გობის უდაბნოში წარმოიშვა. ზაზუნებისგან და მღრღნელებისგან წარმოშობილ ეპიდემიას მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა.

რომის პაპმა იოანე XII-მა მოსახლეობა დაამშვიდა და არამხოლოდ მან, ყველა ქვეყნის ლიდერი ცდილობდა მოსახლეობაში პანიკა არ დათესილიყო.

მაქსიმალურად ცდილობდნენ, ჯერ კიდევ როდის, სადავეები ხელიდან არ გაქცეოდათ.1348 წლის შემდეგ, ბევრად უფრო ჰუმანური გახდა ადამიანი. დაიხვეწა მედიცინა, ჰიგიენა და ნაკლებად საშიშია ადამიანის დაინფიცირება თუ ერთ რამეს გავითავისაბთ, ნაკლები კონტაქტი ერთმანეთთან!

ვირუსმა გვასწავლა,რომ ხელი ჭამის წინ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავიბანოთ.გვასწავლა, რომ გადააფასო შენი ცხოვრება.ხშირად გაატარო დრო საკუთარ ფიქრებთან და აკონტროლო საკუთარი ფსიქოლოგია.

მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთის და განსაკუთრებით შვილების ფსიქიკას.

ეს ვირუსი ვერ გაგვტეხავს, პირიქით, გვასწავლის, გაგვზრდის და გამოგვწვრთნის.