/გადაცემა ,,სივრცე”

გადაცემა ,,სივრცე”

Spread the love

 

ინტერნეტ-რადიო „ამბროლაურის ხმა“ იწყებს ახალ გადაცემას,  სახელწოდებით „სივრცე“.

გადაცემას ნიკა სვანი, სივრცის გუნდთან ერთად წაუძღვება.

საქართველოში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაფერი შეჩერებულია, ჩვენ ვცდილობთ დრო საინტერესოდა და  შემეცნებითად გავატაროთ, შემოგვიერთდით და დარჩით სახლში.

პირვეელი გადაცემა კი ჩვენ შესახეებაა, თუ რა არის ,, სივრცე’?!

სივრცემ  ჩაატარა ორი „არტ-ივენთი“, რომლის მიმართ ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

რაც შეეხება მომავალს, უამრავი გეგმები გვაქვს, არა მხოლოდ ,,არტ–ივენთი”  და გართობა, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან კარგია, ასევე სხვადასხვა სოცილაური აქტივობები, ლიტერატურული საღამოები, ფილმის ჩვენებები, დისკურსიები და ლექციები.

აუცილელად უნდა აღინიშნოს, რომ  მეორე ღონისძიებას რაჭა –ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ეწვია,  რომელიც მხარდაჭერას დაგვპირდა და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

გვიყურეთ ჩვენ Youtube არხზე და მოგვისმინეთ Soundcloud–ზე.

https://soundcloud.com/radio-olim/cff6cuqe1uxt

 

https://www.youtube.com/watch?v=eN2HG7a7sfA&feature=youtu.be

ფოტო მასალა:ეთო არსანიძე

ფოტო მასალა: რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარე

 

 

 


Spread the love