მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეიზღუდება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა, ამის შესახებ დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარაიამ გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტურად იყოს აღსრულებული გადაწყვეტილება, ისევე როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა სხვა რეკომენდაცია.