/COVID-19

COVID-19

Spread the love

 

17 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 34 შემთხვევა, აქედან ერთი განკურნებული პაციენტი გუშინ გაწერეს სახლში და ის ორ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს.

დღეს კორონა ვირუსით ინფიცირების კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და ის  საშუალო სიმძიმისაა.

კარანტინი რეჟიმშია 1008 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ – 64.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა პაციენტების პირველი ტალღის მისაღებად მზად იყო

„ეს პირველი ტალღა რეალურად სისტემას უკვე მიღებული ჰყავს, ახლა უკვე ველოდებით შედარებით მეტ გავრცელებას მოსახლეობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბოლო კვირის მანძილზე აღვწერეთ ყველა დამატებითი საავადამყოფო, რომლის ჩართვასაც ვაპირებთ ამ პროგრამაში და ეს არის დამატებით 600-მდე საწოლი, რომელიც დაახლოებით 24-დან 48 საათის განმავლობაში იქნება მზად პაციენტებისთვის“.

 


Spread the love