ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები თვით იზოლაციაში
მყოფი პირებისთვის
რა უნდა გააკეთონ თვით იზოლაციაში მყოფმა პირებმა საკუთარი და გარშემომყოფი
ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად?
თუ საჭიროდ ჩაითვალა თქვენი თვით იზოლაციაში განთავსება, უნდა დაიცვათ შემდეგი
წესები:
იზოლაციაში უნდა იყოთ დაავადების გამომწვევთან ექსპოზიციის ბოლო თარიღიდან 14
დღის განმავლობაში (ვადის განსაზღვრაში დაგეხმარებათ საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის შესაბამისი უწყების წარმომადგენელი) და აკონტროლოთ საკუთარი
ჯანმრთელობა; თვითიზოლაციის სივრცეში არა არის რეკომენდებული ვიზიტორებისა და სტუმრების
მიღება; დასაშვებია არაპირდაპირი კონტაქტით საკვების გადაცემა. თუ თქვენთან ერთად ერთიან საცხოვრებელ სივრცეში იმყოფება სხვა პირი/პირები, მათთან კონტაქტი უნდა იყოს მინიმალური. არ დაიშვება 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15
წუთზე მეტ ხანს. იზოლაციის პერიოდში უნდა გქონდეთ განცალკევებული ჭურჭელი (ჭიქა, თეფში, კოვზი
და ა.შ.), პირსახოცი, საწოლი; დასაშვებია იქონიოთ სატელეფონო კავშირი და ისარგებლოთ ინტერნეტით; ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყებები
განახორციელებენ თქვენს მონიტორინგს.
ჯანმრთელობის მონიტორინგი შეიძლება
განხორციელდეს თქვენთან უშუალო კონტაქტის გარეშე – ტემპერატურის
თვითგაზომვით, სიმპტომების გამოვლენისას – თვითანგარიშგებით; თუ აღგენიშნებათ ცხელების და ან რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსგავსი
კლინიკური ნიშნები დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ინფექციური პროფილის
(რეფერალურ) სტაციონარს; თუ დაგჭირდათ არაგადამდები დაავადების (მაგ; ქირურგიული, გინეკოლოგიური და
სხვა) სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო დახმარება, თქვენი კლინიკაში
ტრანსპორტირება განხორციელდება სპეციალური ავტოტრანსპორტით, სტაციონარში
მოთავსდებით ბოქსირებულ პალატაში საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე; ზოგადად, კრიზისის დროს სევდა, სტრესი, დაბნეულობა, შიში ან ბრაზი ნორმალურია, ასეთ დროს დაგეხმარებათ საუბარი ისეთ ადამიანებთან, ვისაც ენდობით, დაუკავშირდით თქვენს ოჯახს, მეგობრებს.
ემოციებთან გასამკლავებლად არ გამოიყენოთ თამბაქო, ალკოჰოლი ან სხვა ნივთიერებები. დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი – იკვებეთ ჯანსაღად, დაისვენეთ, იყავით ფიზიკურად
აქტიური და იქონიეთ სოციალური კონტაქტი თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან
ტელეფონითა ან ელექტრონული ფოსტით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ:
1505 (24/7 განმავლობაში) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან ეწვიოთ ვებ-გვერდს:
moh.gov.ge; https://www.facebook.com/mohgovge/
116001 (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00) – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ან ეწვიოთ ვებ-გვერდს: ncdc.ge;
https://www.facebook.com/ncdcgeorgia/
თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია!
დაიცავით თქვენი და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობა!
გისურვებთ ჯანმრთელობას!