/კორონა ვირუსთნ დაკავშირებით, ჯანდაცვის ცენტრის მიერ გატარებული ღონისძიებები ამბროლაურში

კორონა ვირუსთნ დაკავშირებით, ჯანდაცვის ცენტრის მიერ გატარებული ღონისძიებები ამბროლაურში

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გატარებული ღონისძიებები

ნატო დვალი – ექიმი/ეპიდემიოლოგი

გრძელდება ახალი კორონა ვირუსით (COVID-19) გამოწვეული რესპირაციული ინფექცია, რომელიც 2019 წლის ბოლოს ჩინეთში ჰუბეის პროვინციაში დაიწყო.

შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც  დაფიქსირდა, მგზავრებში, რომლებიც ჩამოვიდნენ სხვა ქვეყნებიდან. ინფექცია ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე და ახასიათებს სხვა რესპირატორული დაავადების მსგავსი სიმპტომები, როგორიც არის მაღალი ტემპერატურა, ხველება და სუნთქვის  გაძნელება. ისე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,  ასევე ჩვენს მუნციპალიტეტში დაგეგმილია კანონმდებლობით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები.

-გაფრთხილებული არიან სოფლის რწმუნებულები გვაცნობონ ყველა იმ პირის შესახებ, რომლებიც იმყოფებოდნენ და ჩამოვიდნენ იმ ქვეყნებიდან, სადაც დაფიქსირებული არის ახალი კორონა ვირუსის შემთხვევა. ამჟამად მეთვალყურეობის ქვეშ გვყავს ერთი პიროვნება, რომელიც მიმდინარე წლის 26 თებერვალს ჩამოვიდა იტალიიდან, ჩამოსვლის დროს შემოწმება გაიარა ქუთაისში. ამჟამად არის ჯამრთელი, ტემპერატურა და სხვა სიმპტომი, რომელიც დამახასიათებელია დაავადებისთვის არ აღენიშნება. მასზე დაწესებულია 14 დღიანი მეთვალყურეობა.

-გაცემულია რეკომენდაცია,  ყველა სკოლასა და ბაღს ჩაუტარდათ დეზინფექცია.

-დაყენებულია წინადადება, რომ პროფილაქტიკის მიზნით არასამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის ტრანსპორტში მოხდეს დასუფთავება, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. რადგან კორონა ვირუსების  გადაცემა უმეტეს შემთხვევაში ხდება რესპირაციული წვეთებით და კონტაქტური გზით, ამ ვირუსის გარემოში გამძლეობა, ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა სხვა კორონა ვირუსები მაგალითად SAR-COV გარემოში ძლებს რამოდენიმე დღის განმავლობაში,  MERS-COV 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, 20 გრადუს ტემპერატურაზე.

არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით რეკომენდაციაა დაწესებულებებში დასუფთავება მოხდეს წყლითა და საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო, სარეცხი საშუალებების  გამოყენებით.

კორონავირუსების წინააღმდეგ აქტიური ნივთიერება, ნატრიუმის ჰიპოქლორიტი, შედის საყოფაცხოვრებო მათეთრებლის ACE-ს შემადგენლობაში. ეფექტურია 0,1-0,5 %-იანი ხსნარის,  ასევე 70%-იანი ეთანოლის სამედიცინო ხსნარის (სპირტი) გამოყენება.

არის რეკომდაცია, დაიბანოთ ხელები არანაკლებ 20 წამის განმავლობაში, საპნითა და წყლით ან დაიმუშავოთ ხელები  ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარით.

ეცადეთ ხშირად არ შეეხოთ სახეს (ცხვირს,პირის ღრუსა და თვალებს) ხელებით.”

 

 

 

5