/სეზონური ვირუსები

სეზონური ვირუსები

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

. სეზონური ვირუსების გახშირებული და გართულებული შემთხვევები რაჭაში.

ბოლო  ორი კვირაა განსაკუთრებით მოიმატა გრიპის სიმპტომებით კლინიკებში მიმართვიანობამ. ვირუსული ინფექციით ავადმყოფობა ფატალური შედეგითაც კი სრულდება. მოსახლეობა უკვე ძალიან შეშინებულია.

ვირუსის პრევენცია და რეკომენდაციები დაავადების თავიდან ასაცილებლად. 

ეკა მურუსიძე – ამბროლაურის კლინიკის მენეჯერი

,,ყველაზე მნიშვნელოვანია, დროულად, სეზონის დასაწყისში, გაკეთდეს ვაქცინაცია რომლის შესახებაც საკმაოდ ფართო მაშსტაბიანი რეკლამირება მიმდინარეობს ტელევიზიით, ასევე ჩვენ  მაქსიმალურად ვცდილობთ რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებთან ვიმუშაოთ დამატებით, რადგან მეტი შანსია ვირუსის  გართულების და  ძალიან ცუდ შედეგს გვაძლევს. მიუხედვად იმისა რომ ეს ვაქცინა უფასოა: შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის,  ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, ბაღის მასწავლებლებისთვის, ბავშვთა სახლეებისათვის,  სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ორსულებისთვის ცეჰეპატიტით დაავადებულთათვის, დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის, სამწუხაროდ ძალიან ბევრი უარს აცხადებს ვაქცინაციაზე.

ექიმთან დროულად მიმართვიანობა აუცილებელია, გასულ წელს ძალიან რთული შემთხვევები, ექიმის დროულად ჩარევის შემთხვევაში კარგად დასრულდა.

შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და დაალაგეთ სველი წესით, დაავადებულთა თვითიზოლაცია – დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს,  იმ შემთხვევაში თუ ვირუსის სიმპტომები გაძლიერდა სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ორსულების ვაქცინაციას, უნდა აღინიშნოს, რომ საავადმყოფოს ყველა თანამშრომელი აცრილა.”

ვაქცინა რა თქმა უნდა სრულიად უსაფრთხოა, ,,აცერი და დაიცავი!”