/ამბროლაურის სალოტბარო სკოლა

ამბროლაურის სალოტბარო სკოლა

Spread the love

ორ თებერვალს, ამბროლაურის სალოტბარო სკოლამ წმინდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) ხსენების დღესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა.

კონცერტს ესწრებოდნენ ფოლკორის ცენტრის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ასევე ონის სალოტბარო სკოლა.

ნანა ვალიშვილი -ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, ხალხური მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი:

,,დღეს იყო ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი პრეზენტაცია, ამროლაურის სალოტბარო სკოლის ბავშვების კონცერტი, რომელიც მიეძღვნა წმინდა ექვთიმე კერესელიძის ხსენების დღეს, ეს ის შემთხვევა იყო როცა გულგრილად ვერ მოუსმემდი, ვერც სპეციალისტი და ვერც მოყვარული მსმენელი.

მადლობა ცენტრს, რომ ამდენი ბავშვი დაეწაფა ქართულ სიმღერასა და გალობას,  მადლობა პედაგოგებს ასე  კარგად რომ უძღვებიან ამ ყველაფერს, დავით სხირტლაძეს და ლევან ბერელიძეს.

ბავშვები არჩვეულებრივად მღერიან ხმებში, ორგანიზებული, მწყობრი, კეთილხმოვანი გუნდია.

სკოლა დაარსდა ჯერ კიდევ როსტომ გოგოლაძის სიცოცხლეში და რა თქმა უნდა მისი დიდი ღვაწლია. შეიცვალა თაობები, ასევე შეიცვალნენ პედაგოგები, მე ვფიქრობ, ეს საქმე ძალიან კარგად წარიმართა ამბროლაურში, საოცრად ბედნიერი ვარ, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთერთი სალოტბარო სკოლა, დღეს ასეთ მაღალ დონეზე ვიხილეთ და მოვუსმინეთ, ასე  კარგად წარდგა სკოლა ჩვენს წინაშე.

გუშინ ონში ვიყავი, იქაც ძალიან კარგად მუშაობს ქალბატონი ირემა ჯაფარიძე და თორნიკე სხიერელი,  ნიჭიერი ბავშვები არიან, სხვათაშორის დღეს გვეწვიან, ამბროლაურში, ბავშვები რომ გაეცნოთ  და მათი შემოქმედებითი სიხარული გაეზიარებინათ. მე ვფიქრობ, რომ ორივე სკოლას ისეთი კურსი აქვს აღებული, რაჭაში სულ ცოტახანში სამაგალითო სკოლები გვეყოლება. საქართველოში სულ 28 სალოტბარო სკოლა აქვს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს გახსნილი და უკვე  საუკეთესოთა შორი ეს ორი (ამბროლაური და ონი)  შეგვიძლია დავასახელოთ.

გაზაფხულზე დაგეგმილია  სალოტბარო სკოლების ფესტივალი ,,მომავლის ხმები„

ბავშვების სურვილი არის, რომ გასვლითი კონცერტები გაიმართონ და გაეცნონ ერთმანეთის შემოქმედებას, მე ვფიქრობ რომ ბევრი ლამაზი და საინტერესო ღონისძიება წინ აქვთ ამ არაჩვეულებრივ ბავშვებს.

ვულოცავ ყველას და ვუსურვებ წარმატებებს“

 

 


Spread the love