/რა? სად? როდის?

რა? სად? როდის?

Spread the love

ევროპის ფონდის პროექტის ,,ახალაგზრდული იდეა” ფარგლებში,  ,,რაჭის ახალგაზრდულმა იდეამ” კონკურსის შედეგად  დააფინანსა მარიამ კერესელიძის და ლილე დოხნაძის საპროექტო განაცხადი, ინტელექტუალური შეჯიბრი –  ,,რა? სად? როდის?“.

პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ სპეციალური პრიზები.

პირველი ადგილი – ჭრებალოს საჯარო სკოლა

მეორე ადგილი – ნიკორწმინდის საჯარო სკოლა

 მარიამ კერესელიძე პროექტის  ავტორი – ,,რაჭის ახალგაზრდულმა იდეამ გამოავლინა რაიონის სამი ძირითადი პრობლემა, ერთ-ერთი იყო კლასგარეშე აქტივობების სიმცირე. გადავწყვიტეთ გვეფიქრა ისეთი ტიპის აქტივობაზე, რომელშიც ბავშვები მასიურად მიიღებდნენ მონაწილეობას, თან გვინდოდა ყველასთვის დასამახსოვრებელი ყოფილიყო, მალევე შევჯერდით ,,რა? სად? როდის?” ჩატარებაზე.

მე და ლილემ დავწერეთ პროექტი. წარვადგინგინეთ ახალგაზრდული იდეის კომიტეტთან და ხუთ საუკეთესო პროექტს შორის პირველ ადგილზე გავედით.

დაფინანსების შემდეგ ვიყიდეთ პრიზები გამარჯვებული გუნდებისთვის, სულ მონაწილეობდა შვიდი სკოლა და 42 ბავშვი.

პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარა ამბოროლაურის განათლების რესურს ცენტრი, ამბროლაურის სპორტ სკოლა, ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და მისი დირექტორი გურამ გორდეზიანი. ჟიურიში იყვნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მასწავლებელი მზია თავართქილაძე, ფილოლოგი ლამარა ბოჭორიშვილი და ორი მოწვეული ჟიურის წევრი, ბროლის ბუს მფლობელი გაგი გაბრიჭიძე და სხვადასხვა ,,რა? სად? როდის?” მონაწილე ვალერი მინდელი

 

 


Spread the love