/საპილოტე რეგიონებში, ინტეგრირებული განვითარების პროგრამა იწყება

საპილოტე რეგიონებში, ინტეგრირებული განვითარების პროგრამა იწყება

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ექსპერტმა ვიტოლდ სარტორიუსმა,  საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან, პროგრამის ეროვნულ კოორდინატორთან დავით მელუასთან და  რეგიონალურ კოორდინატორებთან ერთად  შეხვედრა გამართა, სახელმწიფო რწმუნებულ არჩილ ჯაფარიძესთან და სამხარეო ადმინისტრაციასთან.

პროგრამა ითვალისწინებს ოთხ საპილოტე რეგიონში (რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, იმერეთი, გურია,
კახეთი) ხელსაყრელი გარემოს შექმნას,  დაბალანსებულ, მდგრად სოციალურ-
ეკონომიკურ განვითარებას ინტეგრირებული,  ტერიტორიული განვითარების ინიციატივების საშუალებით.

პროგრამა სამი წლის განმავლობაში  განხორციელდება და ევროკავშირის მიერ  დაფინანსდება.

პრიორიტეტული მიმართულებები საპილოტე რეგიონების;
ურბანული განახლება, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის გაძლიერება და
ხელშეწყობა, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ინოვაციების ხელშეწყობა და ინტეგრირებული  განვითარება.

დავით მელუა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) აღმასრულებელი დირექტორი 
,,პროექტი  ორი ნაწილისაგან შედგება, პირველი ნაწილი გახლავთ ევროპის კავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა ოთხი რეგიონის განვითარებისათვის, ხოლო მეორე ნაწილი, ჩვენი პროექტი,  არის ცალკე მდგომი პროექტი,  რომელიც  დაეხმარება საქართველოს რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,   ასევე იმერეთის,  კახეთის, გურიის და რაჭა ლეჩხუმის რეგიონის მუნიციპალიტეტებს, რომ მათ შეძლონ,   მომზადონ ისეთი პროექტები რომლებიც უშუალოდ ხელს შეუწყობს, რეგიონალურ განვითარებას, ჩვენ  ვართ მოკვლევის პერიოდში.  ახლა მზადდება კონკრეტული რეკომენდაციები,  სახელმძღვანელო მასალები,  თუ როგორ იქნება ეს თანხა ათვისებული.  შემდეგ უკვე დეტალური შეთავაზებით და დეტალური პროექტებით, დაუბუნდებით  რაჭა ლეჩხუმის მხარეს.

 

 

საუბრის დასასრული