/ბრიტანელ მოგზაურს, თბილისში ველოსიპედი მოპარეს

ბრიტანელ მოგზაურს, თბილისში ველოსიპედი მოპარეს

Spread the love

 საქართველოში ჩამოსულ ბრიტანელ მოგზაურს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტაბეთში ველოსპიედით მოგზაურობს თბილისში ველოსიპედი მოპარეს.

ის ამბობს, რომ ველოსიპედი რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ჰოსტელთან მოპარეს. “ერთ წელზე მეტია ვმოგზაურობ და ველოსიპედით 11 ქვეყანა და 7500 კმ გავიარე… მოგზაურობის გაგრძელება მინდა“ – წერს მოგზაური.

 „სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ვბრუნდებოდი, თუმცა ორი დღის წინ ჰოსტელის გარეთ დატოვებული ველოსიპედი მომპარეს. 11 ქვეყანა და 7500 კმ ველოსიპედით გამოვიარე და მოგზაურობის გაგრძელება მინდა, თუმცა თუ ჩემს ველოსიპედს ვერ ვიპოვი, ჩემი მოგზაურობა დასრულდება” – წერს ის Facebook ჯგუფში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

როუან კემპბელს, ახალი ველოსიპედი აჩუქეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 


Spread the love