რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეს ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ქუთაისის ოფისი ემსახურება.
თუ თვლით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შელახა თქვენი ინტერესები, დაუკავშირდით ორგანიზაციის სამართლებრივი დახმარების ცენტრს ქუთაისში, მის.: ტიციან ტაბიძის ქუჩა, მეორე შესახვევი, N 6. ტელ.: +995 431 254531
კორუფციის რისკებთან, საჯარო სამსახურში შესაძლო გადაცდომებთან და დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებასთან დაკავშირებით, ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ქუთაისის ოფისს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. 20 წელია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმიანობის მიზანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ორგანიზაციის საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://transparency.ge