/Cinema Club in Racha

Cinema Club in Racha

Spread the love

ოთხშაბათი კინოს დღეა რაჭაში

ოთხმა მეგობარმა, ეთო არსანიძემ, გვანცა ჯანხოთელმა, ნათია მაისაშვილმა  და ალეკო სარდანაშვილმა რაჭაში ჩამოაყალიბა კინო–კლუბი, Cinema Club in Racha.

იდეა მეგობრებს ერთად ყოფნის დროს გაუჩნდათ, გადაწყვიტეს შეეძინათ ვაგონი, სადაც გაუშვებდნენ ფილმებს. ფინანსური პრობლემების გამო ვაგონის შეძენა ვერ მოხერხდა და დაიწყეს ალტერნატიული ფართის ძიება. ამ იდეას გაუჩნდა მხარდამჭერი, წესის ადმინისტრაციამ შესთავაზა სასტუმროში ჩაეტარებინათ ფილმების ჩვენება.

კინო –კლუბს არ ჰქონდა აპარატურა, მამუკა ჩხაიძემ აჩუქა პროექტორი და აი, უკვე სამ თვეზე მეტია ოთხშაბათი კინოს დღეა რაჭაში. ფილმების ჩვენების შემდეგ იმართება დისკუსია, აზრთა გაცვლა–გამოცვლა. კინოჩვენებებს ესწრებიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე ზრდასრულები. კლუბის მიზანია ზამთრის პერიოდში ამბროლაურში შეიქმნას  უფრო საინტერესო გარემო.

კლუბის დამფუძნებლები მადლობას უხდიან სასტუმრო წესის ადმინისტრაციას, მამუკა ჩხაიძესა და მეგობრებს, რომლებიც  ყოველი ჩვენების დროს გამოხატავენ მხარდაჭერას.

2020 წლის 22 იანვრიდან განახლდება ჩვენებები და ყოველ ოთხშაბათს გიმასპინძლებთ ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში.

https://www.facebook.com/Cinemaclubinracha/?epa=SEARCH_BOX

/

 

 


Spread the love