/ახალი პროგრამები, ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში

ახალი პროგრამები, ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში

Spread the love

ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ახალი სასწავლო წელი იწყება.

გერმანული ორგანიზაცია ,,DVV International“–საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, უკვე სამი წელია  ფუნქციონირებს ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი.

ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ზრდასრულთა განათლების სფეროს განვითარება–გაძლიერება და პროფესიული კადრების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.

ზრდასრულთა განათლების  ცენტრი საშუალებას აძლევს ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს უფასოდ აიმაღლოს კვალიფიკაცია, სხვადასხვა მიმართულებით და შრომის ბაზარზე გახდეს კონკურენტუნარიანი კადრი.

მიმდინარე წლის თებერვლიდან, ცენტრში ფუნქციონირებას იწყებს ჭრა კერვის, ხის მხატვრული დამუშავების, თექის, ქსოვის, თვითნაკეთი სამკაულების,სტილისტის,კომპიუტერის,მანქანის მართვის თეორია,ბუღალტერია, მეღვინეობის, მეფუტკრეობის, სამეწარმეო განათლების, მენეჯერის, ინგლისური, რუსული ენის, ეკოტურიზმის  შემსწავლელი კურსები.

კურსის დამთავრების შემდგომ გაიცემა სერთიფიკატი.

სწავლის მსურველებს შეგიძლიათ მოგვმართოთ განცხადებით.

დამატებით პროფესიების შერჩევა მოხდება თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები და წინადადებები 25 იანვრამდე, ქ.ამბროლაური კოსტავას 39 ან მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: nana.soxadze@yahoo.com ,T-551586207

 


Spread the love