/დენით თევზაობის პირველივე შემთხვევა, შესაძლოა, 4 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს

დენით თევზაობის პირველივე შემთხვევა, შესაძლოა, 4 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს

Spread the love

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თევზის მასაობრივად განადგურების თავიდან აცილების მიზნით, ელექტროდენით, ელექტროშოკით, ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებებით თევზჭერასთან დაკავშირებით, კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის.

იმ შემთხვევაში თუ დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტს დეპუტატები მხარს დაუჭერენ, ელექტროდენით თევზაობს პირველივე შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, სასჯელის ვადა კი, შესაძლო, 6 თვიდან 4 წლამდე პატიმრობით განისაზღვროს.

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით “პირველს” გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი არჩილ ადამია ესაუბრა. მისი თქმით, კანონის გამკაცრება თევზის მასობრივი განადგურების შეჩერების აუცილებლობით არის გამოწვეული.

კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენა უახლოეს პერიოდში იგეგმება.

“ჯერჯერობით მთავრობაზე არ არის წარდგენილი კანონპროექტი, თუმცა ეს საკითხი საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში განიხილება, უახლოეს მომავალში წარდგენილი იქნება სამინისტროში, რის შემდეგაც უკვე დადგენილ პროცედურებს გაივლის და მოხვდება მთავრობის სხდომაზე. კანონში შეტანილი ცვლილების შემთხვევაში, პასუხიმგებლობა იქნება საკმაოდ მკაცრი. შემთხვევაზე პასუხიმგებლობა შესაძლოა განისაზღვროს 6 თვიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით”, – განაცხადა არჩილ ადამიამ “პირველთან” საუბარში.


Spread the love