თუ გინდა, სასიამოვნო გარემოში გაატარო ახალი წლის შემდგომი დღეები, ჩვენსკენ უნდა წამოხვიდე, რადგან, წელს უკვე მესამედ “თოვლის ფესტივალი", შოვში, გელოდება შენ 11 იანვარს ,,Snow-ელები ვემზადებით თქვენთან შესახვედრად. თუ სასიამოვნო მუსიკის მოსმენა გინდა, მოდი ფესტივალზე, შენს მუსიკალურ განწობაზე ნათია დუმბაძე & ,,Groovers band” იზრუნებს ”თოვლის ფესტივალზე” დაუკრავს“AKC” . “AKC” იგივე ალექსანდრე კოპალიან-ჩიქოვანს რაჭაში უკვე კარგად იცნობენ, მან 2018 წლის ფესტივალზე დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქა. ახალგაზრდა არტისტი ოთხ წელზე მეტია რეტრო და ტექნო მუსიკის ნაზავით ჟღერად და მსუბუქ მუსიკას ქმნი. ჩვენი წამყვანი და ანიმატორები მთელი დღის მანძილზე შემოგვთავაზებენ უამრავ სახალისო აქტოვობას და მათში ყველა ჩვენგანის ჩართულიბა აუცილებელი პირობაა, რათა რაჭაში თქვენი სტუმრობა დაუვიწყარ მოგონებად იქცეს. ჩვენს სპონსორს, სასტუმრო “სანსეტ შოვს”, რომელიც შოვში მდებარეობს, სასიამოვნო შეთავაზება აქვს ფესტივალის სტუმრებისთვის მოდი ფესტივალზე, მოუსმინე სასიამოვნო მუსიკას, გაერთე ჩვენთან ერთად და დააგემოვნე გემრიელი კერძები. ფესტივალი ტრადიციულად დასრულდება ფოიერვერკით. დასწრება ფასიანია და ბილეთის ღირებულება შეადგენს ათ ლარს.