გთავაზობთ ლიტერატურული მასპინძლის, აკა მორჩილაძის სიტყვას ფრანკფურტში საქართველოზე, ქართულ ლიტერატურაზე, კულტურაზე, ქართველ მწერლებზე…
გამომიყვანეს, ვარ უხერხულ მდგომარეობაში. მე არ ვარ პირველი კატეგორიის ადამიანი ამ ხელობაში, რასაც მწერლობა ჰქვია. ჩვენი ქვეყანა არის პოეზიის. ხუმრობაა ძველ წიგნებში დარჩენილი, რომ რომანის წერას უნდა დრო, მაგიდა, ქაღალდი… ამ დროს ომია, უბედურებაა და ლექსი იწერება მუხლზე დადებულ ქაღალდზე. უცბად. აი, ეს შეგინახეთ.
უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან ისტორიულ ქრონიკებსაც ლექსად წერდნენ. რომანებსაც წერდნენ ლექსად, სახელმწიფო ქაღალდები გვაქვს ჩვენ ლექსად დაწერილი. ხეებზე, ცხვირსახოცებზე, სასმისებზე, მერხებზე, ეს არის უცნაური ტრადიცია, რომელიც ახლა რომ გითხრათ, მეტ შრომას მოითხოვს, ვიდრე პროზის წერა, პროზა ისეთია – დაჯექი და ცოტა მოცლილი ადამიანის საქმეა.
ნუ, სტანდარტი ასეთია, პოეზია მაღალია. პოეზიით ცხოვრება ვიცით რაცაა – კიდევ უფრო მაღალია.
სულ ბოლო დრომდე პოეტი ისეთი ფიგურა იყო საქართველოში, რომელიც ადამიანს საკუთარი არსებობის სიხარულსა და განუმეორებლობაში არწმუნებდა. არწმუნებდა იმაში, რომ მისი ფიქრი მართალი, წრფელი ფიქრია და ხელოვნება დიადი რამეა. შენ იცოდი, რომ თვითონ არ შეგიძლია და არსებობს ადამიანი, რომელიც შენს ნაცვლად შენს ფიქრებს გამოხატავს. გადმოსცემს, გამოიცნობს, და ამას მეტი სისრულით და ოსტატობით აკეთებს.
პოეტი ისეთი ვინმე იყო ქვეყანაში, რომ 20-საუკუნოვანი ლამის აბსოლუტურიმონარქიის ტრადიცია აქვს ამ ქვეყანას და გვყავს ბევრი მეფე, რომელთა საუკეთესო მიღწევაც არის მათი პოეზია.
საქართველოს გაცნობა, რა თქმა უნდა, შეიძლება იქ მოგზაურობით, მაგრამ მაინც ჯობს, ქართულმა ლიტერატურამ მოგახსენოთ თავისი ძველი და უცვლელი სათქმელი, იმის თაობაზე, რომ სიყვარული, მეგობრობა, სირთულეები, სიკვდილი და სიცოცხლე, ომი და მშვიდობა, იუმორი და ტრაგედია ისევე არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, როგორც თქვენი და ამაზე ლაპარაკი და თხრობა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრს არავის დედამიწის ზურგზე. ამის მრავალსაუკუნოვანი, სამყაროსთვის უცნობი ტრადიცია გვაქვს. ჩვენი ლიტერატურა ჩვენი აღსარებაცაა ჩვენი ოცნებაცაა ა.შ.
ახლა ასე ლამაზადაც არაა ყველაფერი. რადგან აქ ვართ დღეს, უნდა გითხრათ, რომ პოეტები და მწერლები ყოველთვის უპირატესი და საყვარელი გმირები იყვნენ საქართველოში. ყოველთვის იყვნენ, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, ცნობადი სახეები. მაგრამ ამას მათთვის არც ყოფითი ნუგეში მოუტანია, და ამ ხელობას არასოდეს არ დაუცავს ძნელბედობისგან.
როგორც სამოცდაათი ან ორასი წლის წინათ, დღესაც ქართველი მწერალი შეიძლება გადაჰყვეს თავის ნაწერს. ან აქაც არაშემოქმედებითი გამოსავალი ეძიოს, ან უცხოეთს შეაფაროს თავი, შეიძლება მუშტიც მოხვდეს, შეიძლება ქუდიც ჩამოიფხატოს, რომ საზოგადოების გულისწყრომას მოერიდოს. აი, ამ დიდი ისტორიული, როგორ გითხრათ, დამანგრეველი თუ აღმაშენებელი ქარტეხილების მიუხედავად, მწერალი მაინც რჩება საქართველოში გამორჩეულ ფიგურად, ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და ამავდროულად იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს. ეს არის ჩვენი, ქართველი მწერლების ამბავი.
Wow, superb blog structure! How long have you been running a blog for?
you made running a blog look easy. The overall look of your website is magnificent, as neatly as the content!
You can see similar here najlepszy sklep
Wow, wonderful weblog layout! How lengthy have
you ever been running a blog for? you make running
a blog look easy. The total glance of your site is great,
let alone the content! You can see similar here
sklep online
Wow that was unusual. I just wrote an really long comment but after I clicked submit
my comment didn’t appear. Grrrr… well I’m not writing
all that over again. Anyhow, just wanted to say fantastic blog!
I saw similar here: Sklep online
Wow, awesome weblog structure! How long have you ever been running a blog for?
you make running a blog glance easy. The entire glance of your website is magnificent, let
alone the content! You can see similar here sklep internetowy
Wow, fantastic blog layout! How lengthy have you ever been blogging for?
you make blogging glance easy. The full look of your site is excellent, as smartly as the content material!
You can see similar here sklep internetowy
Hey! Do you know if they make any plugins to assist with Search Engine Optimization? I’m trying to get my blog to rank for some targeted keywords but I’m not seeing very good results.
If you know of any please share. Cheers! You
can read similar art here: Sklep internetowy
It’s very interesting! If you need help, look here: ARA Agency
Useful info. Lucky me I discovered your website by accident, and I am shocked why this twist of fate didn’t happened in advance! I bookmarked it. expand your blogexpander