/გიორგი გამსახურდია მადლობას უხდის ფონდ ქართუს

გიორგი გამსახურდია მადლობას უხდის ფონდ ქართუს

Spread the love

ცოტნე გამსახურდიას ძმამ, გიორგი გამსახურდიამ ტვიტერზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც მადლობას უხდის “ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. წერილში აღნიშნულია, რომ ცოტნე გამსახრუდიას ჯანმრთელობის გასაუმჯობესელბად ყველა საჭირო პროცედურა საქართველოს სახელმწიფომ შეასრულა, რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის თურქეთში გაგრძელებასთან დაკავშირებულ საკითებს, გიორგი გამსახურდიას ცნობით, ამაზე ფონდმა “ქართუმ” იზრუნა:

ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ გიორგი გახარიას (რომელთანაც ახლო და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს). ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შსს და სუს ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა ამ პროცესში ჩართულ პირს (ვამაყობ, რომ ამ პროცესში ჩართული პირების დიდი ნაწილი ჩემი უახლოესი მეგობრები არიან)”, – წერს გიორგი გამსახურდია წერილში, რომელსაც ქალაქ ვარშავიდან აწერს ხელს.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით დაჭრეს.

ამჟამად ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე 5 ადამიანია დაკავებული. მათ შორის ორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სამ ადამიანს კი ბრალი წარედგინა სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.


Spread the love