/რეკომენდაციები,თვით იზოლაციაში მყოფი პირებისთვის

რეკომენდაციები,თვით იზოლაციაში მყოფი პირებისთვის

Spread the love

       

ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები თვით იზოლაციაში
მყოფი პირებისთვის

       რა უნდა გააკეთონ თვით იზოლაციაში მყოფმა პირებმა საკუთარი და გარშემომყოფი
ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად?

თუ საჭიროდ ჩაითვალა თქვენი თვით იზოლაციაში განთავსება, უნდა დაიცვათ შემდეგი
წესები:

იზოლაციაში უნდა იყოთ დაავადების გამომწვევთან ექსპოზიციის ბოლო თარიღიდან 14
დღის განმავლობაში (ვადის განსაზღვრაში დაგეხმარებათ საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის შესაბამისი უწყების წარმომადგენელი) და აკონტროლოთ საკუთარი
ჯანმრთელობა;  თვითიზოლაციის სივრცეში არა არის რეკომენდებული ვიზიტორებისა და სტუმრების
მიღება;  დასაშვებია არაპირდაპირი კონტაქტით საკვების გადაცემა.  თუ თქვენთან ერთად ერთიან საცხოვრებელ სივრცეში იმყოფება სხვა პირი/პირები, მათთან კონტაქტი უნდა იყოს მინიმალური. არ დაიშვება 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15
წუთზე მეტ ხანს.  იზოლაციის პერიოდში უნდა გქონდეთ განცალკევებული ჭურჭელი (ჭიქა, თეფში, კოვზი
და ა.შ.), პირსახოცი, საწოლი; დასაშვებია იქონიოთ სატელეფონო კავშირი და ისარგებლოთ ინტერნეტით; ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყებები
განახორციელებენ თქვენს მონიტორინგს.

ჯანმრთელობის მონიტორინგი შეიძლება
განხორციელდეს თქვენთან უშუალო კონტაქტის გარეშე – ტემპერატურის
თვითგაზომვით, სიმპტომების გამოვლენისას – თვითანგარიშგებით;  თუ აღგენიშნებათ ცხელების და ან რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსგავსი
კლინიკური ნიშნები დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ინფექციური პროფილის
(რეფერალურ) სტაციონარს; თუ დაგჭირდათ არაგადამდები დაავადების (მაგ; ქირურგიული, გინეკოლოგიური და
სხვა) სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო დახმარება, თქვენი კლინიკაში
ტრანსპორტირება განხორციელდება სპეციალური ავტოტრანსპორტით, სტაციონარში
მოთავსდებით ბოქსირებულ პალატაში საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე;  ზოგადად, კრიზისის დროს სევდა, სტრესი, დაბნეულობა, შიში ან ბრაზი ნორმალურია, ასეთ დროს დაგეხმარებათ საუბარი ისეთ ადამიანებთან, ვისაც ენდობით, დაუკავშირდით თქვენს ოჯახს, მეგობრებს.

 ემოციებთან გასამკლავებლად არ გამოიყენოთ თამბაქო, ალკოჰოლი ან სხვა ნივთიერებები.  დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი – იკვებეთ ჯანსაღად, დაისვენეთ, იყავით ფიზიკურად
აქტიური და იქონიეთ სოციალური კონტაქტი თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან
ტელეფონითა ან ელექტრონული ფოსტით.

 დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ:
1505 (24/7 განმავლობაში) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან ეწვიოთ ვებ-გვერდს:
moh.gov.ge; https://www.facebook.com/mohgovge/
116001 (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00) – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ან ეწვიოთ ვებ-გვერდს: ncdc.ge;
https://www.facebook.com/ncdcgeorgia/

თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია!

დაიცავით თქვენი და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობა!

გისურვებთ ჯანმრთელობას!


Spread the love