/დაამარცხე შფოთვა და დეპრესიარექსეტინის საშუალებით – რა უნდავიცოდეთ პრეპარატზე

დაამარცხე შფოთვა და დეპრესიარექსეტინის საშუალებით – რა უნდავიცოდეთ პრეპარატზე

Spread the love

დეპრესია და შფოთვა საკმაოდ სერიოზული მდგომარეობებია, რომლებმაც
შეიძლება, გავლენა მოახდინოს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და
კეთილდღეობაზე.

თუ დეპრესია ხასიათდება მუდმივი სევდის, უიმედობისა და საქმიანობისადმი
ინტერესის დაკარგვით, შფოთვითი მდგომარეობა მოიცავს გადაჭარბებულ
შეშფოთებას და უსაფუძვლო შიშს, რომელიც ასევე მუდმივ ხასიათს ატარებს.
აღნიშნული მდგომარეობების განვითარებას ხელს უწყობს ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორებიცაა: გენეტიკური მიდრეკილება; ტვინის ფუნქციის
დარღვევა; ცხოვრებისეული ტრავმული მოვლენები; ქრონიკული სტრესი;
სხვადასხვა ნივთიერების ბოროტად გამოყენება და ა.შ.

დეპრესიისა და შფოთვის მკურნალობის თანამედროვე ვარიანტები მოიცავს
როგორც მედიკამენტოზურ თერაპიას, ასევე კოგნიტურ ქცევით თერაპიასა და
ინტერპერსონალურ თერაპიას.დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის სამკურნალო პრეპარაებს შორისაა -რექსეტინი – ეფექტიანი ანტიდეპრესანტი, რომელიც გამოდის ტაბლეტების ფორმით და შეგიძლიათ პსპ-ს სააფთიაქო ქსელებში შეიძინოთ.

რა მდგომარეობების სამკურნალოდ გამოიყენება რექსეტინი?
რექსეტინი– პოპულარული და ხშირად დანიშნვადი პრეპარატია, რომელიც
გამოიყენება:

  • დეპრესიის სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ, მათ შორის იმ
    მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს შფოთვა და შიში.
  • ობსესიურ-კომპულსიური დარღვევისას აკვიატებულობის სინდრომის
    დროს: აკვიატებულობისა და რეციდივის მკურნალობისათვის.
  • პანიკური აშლილობის სამკურნალოდ, მათ შორის ხალხმრავლობაში
    ყოფნის შიშის დროს (აგორაფობია).
  • სოციოფობიის სინდრომისას.
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობისას.

როგორ უნდა მიიღოთ რექსეტინი? – მიღების წესი და დოზირება

რექსეტინი უნდა მიიღოთ დღე-ღამეში ერთხელ, სასურველია დილით, საუზმის
დროს. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, მცირე
რაოდენობის წყლის მიყოლებით.
რეკომენდირებული დოზები განსხვავდება და ინდივიდუალურია,
მდგომარეობის სიმძიმის, პაციენტის ასაკისა და სხვა ფაქტორების
გათვალისწინებით.

დეპრესიის დროს რეკომენდირებულია 20 მგ რექსეტინის მიღება (სადღეღამისო
დოზა). თუ ეფექტი არ შეინიშნება, შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის
მომატება 10 მგ-მდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 50 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

აკვიატებულობის სინდრომის დროს რეკომენდირებული საწყისი დოზაა დღე-
ღამეში 20 მგ. საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდა შესაძლებელია 10 მგ-მდე.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, შეადგენს 40 მგ-ს, მაგრამ არ
უნდა გადააჭარბოს 60 მგ-ს.

პანიკური აშლილობის დროს პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგებს 40 მგ-ს.
მკურნალობა უნდა დაიწყოს დღეში 10 მგ-ით, ყოველ კვირას დღე-ღამეში 10 მგ-ი
დოზის მომატებით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 60 მგ-ს.

სოციოფობიის დროს სადღეღამისო დოზა 20 მგ-ია. დოზა შესაძლოა ყოველ
კვირას გაიზარდოს 10 მგ-ით, სასურველი ეფექტის მიღწევამდე. მაქსიმალური
სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 50 მგ-ს. შემანარჩუნებელი დოზა
ჩვეულებრივ შეადგენს 20 მგ-ს.

ტრავმის შემდგომი სტრესული მდგომარეობის სამკურნალოდ
რეკომენდირებულია 20 მგ-ის მიღება დღე-ღამეში. სადღეღამისო დოზა შესაძლოა
გაიზარდოს 10 მგ-ით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ-ს.

დასუსტებულ და ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის საწყისი დოზა 10 მგ-ს
შეადგენს. აღნიშნული დოზა შესაძლოა გაიზარდოს 10 მგ-ით. მაქსიმალური
დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 40 მგ-ს.

რა უნდა ვიცოდეთ რექსეტინით მკურნალობის
დაწყებამდე – გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები

რექსეტინით მკურნალობისას რაიმე ტიპის სერიოზული გვერდითი მოვლენის
განვითარების ალბათობა დაბალია. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს: მადის
დაქვეითება, გულისრევა, ყაბზობა, ფაღარათი, ძილიანობა ან უძილობა, თავის
ტკივილი, მომატებული გაღიზიანებულობა, პარესთეზია, თავბრუსხვევის
ეპიზოდები, ოფლიანობა, პირის სიმშრალე. ტაქიკარდია, არტერიული წნევის
ცვლილება, შარდის გამოყოფის გაძნელება. ჰიპონატრიემია შეშუპებით,
მეხსიერების დაქვეითებით ან ეპილეპტიფორმული სიმპტომატიკით.

კანის ჰიპერემია, სისხლდენები კანქვეშ, სახის შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია,
კანის ქავილი.

რაც შეეხება უკუჩვენებებს, პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული იმ
პაციენტებისთვის, რომლებსაც მომატებული მგრძნობელობა აქვთ პრეპარატში
შემავალი კომპონენტების მიმართ. ასევე არ შეიძლება რექსეტინის მიღება თუ
თქვენ მკურნალობთ, ან ახლახან დაასრულეთ თერაპია მაო-ს ინჰიბიტორებით.

პაციენტებმა, რომლებიც დაავადებულნი არიან ღვიძლის ან თირკმელების
უკმარისობით, პრეპარატი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის დანიშნულებითა და
მისივე მკაცრი მეთვალყურეობით.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ
ექიმის დანიშნულებით, აუცილებლობის შემთხვევაში, სარგებლისა და რისკების
დეტალური შეფასების შემდეგ.
ზრდასრულ ასაკში მყოფმა და სქესობრივად აქტიურმა ქალებმა, პრეპარატით
მკურნალობის დროს სასურველია გამოიყენონ კონტრაცეფცია .
რექსეტინი ასევე სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში, რადგან მისი
კომპონენტები გადადიან დედის რძეში და უარყოფით გავლენას ახდენენ
ბავშვზე.
გაითვალისწინეთ: კლინიკური კვლევების არ არსებობის გამო, ბავშვებში
რექსეტინი არ ინიშნება!


Spread the love