ადამიანი ყველაფერს ეჩვევა…
კარანტინთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად იყოფა,ზოგს ზედმეტად მკაცრად ეჩვენება,ზოგი კი გაგებით ეკიდება.
მთავრობა ზოგჯერ ხალხის მცველად, ზოგჯერ კი ტირანად გვევლინება.
1956 წლის 9 მარტი ცოცხალი და ხელშესახები მაგალითია, თუ რას ნიშნავს ცუდი მმართველობა. ძალაუფლება, რომლის მიმნიჭებელნი და მსხვერპლნი თავად ჩვენ ვართ (თითოეული მოქალაქე).
1956 წლის ტრაგედიას წინ უძღვოდა საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეები ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ „პიროვნების კულტის” წინააღმდეგ გალაშქრებას აკრიტიკებდნენ., ახალგაზრდები სტალინის ძეგლთან შეიკრიბნენ, მშვიდობიანი მსვლელობა იყო და ტრადიციულად სისხლისღვრით დასრულდა. მაშინდელმა მილიციამ ალყაში მოაქცია მომიტინგეები და დაარბია აქცია. თვითმხილველთა გადმოცემით, აქციის მსვლელობისას საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნამ გაიჟღერა, სწორედ ამ ფაქტს ასახელებენ დარბევის მიზეზად. მაშინდელი ოფიციალური მონაცემებით, 9 მარტს 27 ადამიანი დაიღუპა, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, დახოცილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.
„დღეს სხვა დროა“
ვამბობთ და თითქოს და ჩვენ თავს ვაჯერებთ, თითქოს გაბრაზებას ცივი წყლის დალევით ვიოკებთ.
“სამართალდამცველი“ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, ეს იმდენად მარტივი დებულებაა, რომ ამაზე საუბარიც კი უხერხულობას მიქმნის.
სტრესში ვართ, ადამიანების დანახვაზე გავრბივართ, საჭმელს ვეზიდებით სახლებში და ცოტა არ იყოს, რომელიღაც მღრღნელის ცხოვრებას მოგვაგონებს დღევანდელი ჩვენი ყოფა.
პოლიციელი, რომელიც უნდა აკონტროლებდეს ვითარებას, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ჰაერში სროლით აღნიშნავს.
ქუჩებში, სადაც არავინაა მის გარდა, ძალაუფლებას გრძნობს. ძალაუფლება კი დამანდვილებით ვიცით, რომ რყვნის ადამიანს.
საკუთარ სახლში მჯდომი, ვირუსისგან შეშინებული მოქალაქე, რომელიც არ ნახულობდა საკუთარ შვილიშვილს და იცავდა ყველა წესს, დარჩა სახლში. სევდიანი, მაგრამ ბევრად უფრო მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით ვიდრე “სამართალდამცველი”, კვდება, სწორედ იმ “სადღესასწაულო” ტყვიით…
ვერასდროს მოვიქცევით წესიერად, როდესაც გარეთ ასეთი უწესრიგობაა.
კარანტინმა დაკვირვება გვასწავლა, მკვეთრად გამოხატა კარგი და ცუდი.
მოგვცა საშუალება ვიყოთ ისინი ვინც ვართ და დავასრულოთ ეს უწესრიგობა.