კულტურულ–ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი’’, მეწარმე ქალთა ფონდთან და იმერეთის მეცნიერთა კავშირ ,,სპექტრთან’’ პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს: ,,გურიის, იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით’’. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.
2020 წლის 21 იანვარს, ურთიერთანამშრომლომობის მემორანდუმი გაფორმდა, ხელი მოაწერეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე – ასლან საგნელიძემ,,,მეწარმე ქალთა ფონდი” თავმჯდომარე მერი გელაშვილმა და ადგილობრივმა პარტნიომა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.
იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმის და გურიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ითანამშრომლებენ და მონიტორინგს გაუწევენ,
საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას რვა მუნიციპალიტეტში. შედეგები დაეფუძნება მონიტორინგის მექანიზმს და განსაზღვრავს ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურობას, გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას: ხონში, ბაღდადში, თერჯოლაში, ვანში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ცაგერსა და ამბროლაურში.
ყოველივე ზემოთხსენებული განხორციელდება ტრენინგების სერიის საშუალებით, რათა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღიჭურვოს საჭირო კომპეტენციით, შესაბამის მუნიციპალიტეტებში აღნიშნული ამოცანების განსახორციელებლად. გარდა ამისა, მომზადდა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერი ქვესაგრანტო სქემა, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წევრი ორგანიზაციების მონაწილეობას სამოქალაქო დიალოგში თავიანთ შესაბამის მუნიციპალიტეტებში და მათ ფარგლებს გარეთ.
ადგილობრივი საჭიროების შეფასება განხორციელდება პროექტის პირველი და მეორე წლის განმავლობაში, შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც გათვალისწინებული იქნება სამიზნე მუნიციპალიტეტების ადგილობრივ სამოქმედო გეგმებში. გამოქვეყნდება რეგულარული ანგარიშები საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგისა და რეგიონებში მიმდინარე განვითრების შესახებ.
ფონდი ,,სოხუმი’’, პროექტის პარტნიორებთან ერთად, გაახმოვანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას დასავლეთ საქართველოში შემდეგი მიმართულებით: ადვოკატირების ეროვნული კამპანია( შეხვედრები პარლამენტის წევრებთან და შესაბამის სამინისტროებთან, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და დებატები) და ვრცელი მედიაკამპანია ( სატელევიზიო გამოსვლები და პრეს–კონფერენციები, ვებგვერდი და სოციალური მედია), წინა პლანზე წამოწევს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის მნიშვნელობასა და პროგრესს დასავლეთ საქართველოში.
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საჯარო მმართველობის რეფორმა (PAR) არის მნიშვნელოვანი ელემენტი საქართველოში დემოკრატიული ცვლილებების შესანარჩუნებლად. რეფორმის ძირითადი მიზანია ეფექტიანი და გამჭვირვალე საჯარო მმართველობის მიღწევა და ის შეთანხმებულია ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის.