/#საქართველოსმეგობარი USAID საქართველოს და ჭრებალოს მარნის თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება

#საქართველოსმეგობარი USAID საქართველოს და ჭრებალოს მარნის თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება

Spread the love

3 ნოემბერს, სოფელ ჭრებალოში,USAID საქართველოს და ჭრებალოს მარნის თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ჭრებალოს მარანი მცირე ზომის ბუტიკური მარანია,რომელიც აწარმოებს რაჭა-ლეჩხუმის  მხარის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის ღვინოებს.ის მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში,სოფელ ჭრებალოში, ხვანჭკარის ზონაში.განთავსებულია 1896 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში მდინარე ასკის პირას,ვენახი კი გაშენებულია სოფელ ჟოშხაში,მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე.კომპანიის მფლობელები წარმოადგენენ თავად სოფელ ჭრებალოს დამფუძვნებლების შთამომავლებს,სწორედ ამან განაპირობა სოფელ ჭრებალოში ისტორიულ შენობაში ღვინის საწარმოს და მარნის დაარსება.ლოგოსა და ეტიკეტზე გამოყენებულია რაჭული მოჭვირული აივნების უნიკალური ორნამენტები.

  ,, ჭრებალოს მარანი“ აწარმოებს რაჭა-ლეჩხუმის რჩეული ვენახებიდან 7 სახეობის ქვევრის,მშრალ და ნატურალურად ნახევრად ტკბილ ღვინოებს.

Home » #საქართველოსმეგობარი USAID საქართველოს და ჭრებალოს მარნის თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ღონისძიებას ესწრებოდა USAID-ის კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი -დავით წიკლაური და რაჭაში  USAID -ის პროექტებში მონაწილე კერძო სექტორის წარმომადგენლები .

დავით წიკლაურმა ისაუბრა ჭრებალოს მარნის განვითარების შესახებ USAID -ის პროგრამის ფარგლებში და ზოგადად რას საქმიანობს სააგენტო რაჭა-ლეჩხუმსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ბიზნეს მხარდაჭერის მხრივ.

სტუმრებს შესაძლებლობა ქონდა დაეგემოვნებინათ ,,ჭრებალოს მარანი”-ის ნაწარმოები ღვინოები და ტრადიციული მეთოდით თონეში ჩაეცხოთ ლობიანები.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ადგილობრივი ფოლკბენდი.

1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების დაეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება,ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა.


Spread the love