/რიკოთის მონაკვეთზე დროებით დაკეტილია ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა

რიკოთის მონაკვეთზე დროებით დაკეტილია ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა

Spread the love

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

„რიკოთის მონაკვეთზე, 149-ე კილომეტრზე არსებულ გზასთან სიახლოვეს, მეწყრულ უბანზე, სპეციალისტების დაკვირვების შედეგად და კლიმატური პირობების გაუარესების გამო, შესაძლო მეწყრული პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით და ნებისმიერი სახის საფრთხის თავიდან აცილების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მოგვეცა რეკომენდაცია, რომ რიკოთის მონაკვეთზე დროებით დაკეტილიყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ამ ეტაპზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მიმართულებით. კვლავ აქტიურად გრძელდება დაკვირვების პროცესი აღნიშნულ მეწყრულ უბანზე სპეციალისტების მიერ და როგორც კი მოგვეცემა მათ მიერ რეკომენდაციები, გაიხსნება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა“ – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა


Spread the love