კვირას, 4 დეკემბერს დედაენის პარკში გაიმართება
USAID საქართველოს ბენეფიციარი ქალი მეწარმეების პროდუქციის
სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვა. პროდუქციის შეძენა შესაძლებელი იქნება
ოჯახურ და მეგობრულ ატმოსფეროში. გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ტარდება
USAID-ის ორგანიზებით და თბილისის მერიის თანასპონსორობით დაიწყება 13
საათზე და გაგრძელდება 19 საათამდე.
USAID ხელს უწყობს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას, რათა
მოქალაქეებმა მიიღონ მეტი შემოსავალი, ქვეყანა კი უფრო აყვავებული და
უსაფრთხო გახდეს. ამ მიზნის განხორციელების ერთ-ერთი გზაა
ინვესტიციების უზრუნველყოფა და ტრენინგები ქართველი მეწარმეებისა და
ხელოსნებისთვის, რათა მათ შესძლონ თავიანთი პროდუქციის რეალიზაცია.
წლევანდელ სადღესასწაულო ბაზრობაზე 100-ზე მეტი ის მეწარმე
წარმოდგენს თავიანთ პროდუქციას, ვინც USAID-ის მხარდაჭერით ისარგებლა
ბოლო წლების განმავლობაში.
სადღესასწაულო ბაზრობა საშუალებას აძლევს მეწარმეებს თავიანთი
პროდუქცია გააცნონ საზოგადოებას და დაამყარონ ბიზნეს კონტაქტები, რაც
ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდას. გამოფენას დაესწრება USAID-ის
მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი და საერთაშორისო და
ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. გამოფენის სტუმრებს
საშუალება ექნებათ შეხვდნენ მეწარმეებს, გაეცნონ მათ და შეიძინონ
წარმოდგენილი პროდუქცია. მეწარმეებს შორის იქნებიან საქართველოს
ტრადიციული რეწვის ასოციაციის ოსტატები და არტიზანები და
საქველმოქმედო ორგანიზაციის „reWoven“ ხალიჩების ქსოვის ოსტატები.
USAID მხარს უჭერს ქალების მცირე ბიზნესის განვითარებას, რადგან ქალთა
ეკონომიკური გაძლიერება გადამწყვეტია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა
და ქვეყნის სოციალური და დემოკრატიული განვითარებისთვის.
დაუყოვნებლივი გავრცელებისთვის
2022 წლის 4 დეკემბერი
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ
დაუკავშირდეთ მაკა ჯაფარიძეს, USAID-ს
საზოგადოებასთან ურთიერთობების კოორდინატორს.
ტელ: (995 99) 56 77 33;
ელ-ფოსტა: mjaparidze@usaid.gov
ღონისძიებაში მონაწილე მეწარმეები სტუმრებს შესთავაზებენ: ხელნაკეთ
აქსესუარებს, სამკაულებს, ტყავისა და თექის ნაწარმს, სოფლის მეურნეობის
პროდუქტებს (თაფლი, ჩურჩხელა, ჩირი, რძის ნაწარმი, და ა.შ.), ქართულ
ღვინოს, ფერწერის ნიმუშებს, დეკორაციებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს,
სათამაშოებს, მცენარეებს, ხალიჩებს, ჩანთებს, თავის მოვლისა და კოსმეტიკურ
საშუალებებს.
აშშ-ს წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად
დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან
USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება
დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა
მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება,
ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი,
მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia/.
USAID YES – Georgia პროგრამის შესახებ: პროგრამა ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ ფინანსური ჩართულობის
ორგანიზაცია’’კრისტალთან’’ პარტნიორობით. 2015 წლიდან პროგრამა მხარს უჭერს ახალგაზრდების და ქალების
მეწარმეობის განვითარებას. ამ პერიოდში 1700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგ-კურსები, მათ შორის 90-მა მიიღო
სტარტაპ დაფინანსება; პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები და ქალი მეწარმეები იღებენ ცოდნას და
საკონსულტაციო მომსახურეობას ფინანსების, საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან
დაკავშირებით.
USAID – ის სოფლის მეურნეობის პროგრამის შესახებ: პროგრამა ბაზარზე ორიენტირებულ მცირე და საშუალო ზომის
საწარმოებს, დარგობრივ ასოციაციებს, მომსახურებისა და კონსულტაციის მიმწოდებლებს უზრუნველყოფს 7.4
მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანაინვესტირებით და გაუწევს მათ ტექნიკურ დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს
კონკრეტული დარგების გაძლიერებასა და ამ დარგების ღირებულებათა ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.
„USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა“ შედგება ორი ინტეგრირებული, ურთიერთდამოკიდებული
კომპონენტისგან, რომლებიც მიმართულია ღირებულებათა ჯაჭვის პრიორიტეტების განსაზღვრისა და რისკების
შეფასებისკენ, რაზეც დამოკიდებულია შემოსავლების ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მცირე და საშუალო
საწარმოების მდგრადი განვითარება. პროგრამა ორიენტირებულია მხოლოდ შერჩეული ღირებულებათა ჯაჭვების
(კენკროვანი კულტურები კივის ჩათვლით, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი (ვაშლი), მალფუჭებადი
ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი, კაკალი, ფსტა და ნუში) ხელშეწყობაზე.