/USAID და საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია თანამშრომლობენ საქართველოში სუფთა ენერგიის გამომუშავების გასაზრდელად

USAID და საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია თანამშრომლობენ საქართველოში სუფთა ენერგიის გამომუშავების გასაზრდელად

Spread the love

დღეს – 2 დეკემბერს, USAID-მა და საქართველოს
განახლებადი ენერგეტიკის კომპანიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის
წერილს, რომლის საფუძველზეც გაიზრდება საქართველოს სუფთა ენერგიის
წარმოების სიმძლავრეს, კერძოდ გორში დაემატება 5 მეგავატი მზის სიმძლავრე.
USAID და საქართველოს განახლებადი ელექტროენერგიის კომპანია ითანამშრომლებენ
მზის ენერგიის პროექტის შემუშავებაზე 21 მეგავატიან ქართლის ქარის
ელექტროსადგურზე, რომელიც შეავსებს ელექტროენერგიის გამომუშავებას ქარის
დაბალი სიჩქარის პერიოდში. პროექტის განვითარებისთვის USAID ტექნიკურ და
საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს საქართველოს განახლებადი ენერგიის
კომპანიას. ამასთანავე, ორივე მხარე ხელს შეუწყობს პოტენციური პროექტების
განვითარებას, რომლებიც კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდით მოიზიდავს
ინვესტიციებს საქართველოს განახლებად ენერგიაში.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, USAID საქართველოს
ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი და Georgia Capital-ის
გენერალური დირექტორის მოადგილე ავთო ნამიჩეიშვილი.

„განახლებადი და სუფთა ენერგია უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული
უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და
კლიმატის ცვლილების საქმეში. ეს ხელს უწყობს ელექტროენერგიის უფრო
სტაბილურ და ხელმისაწვდომ მიწოდებას საქართველოს მოსახლეობის, ბიზნესების,
საავადმყოფოებისა და სკოლებისთვის და ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ
მეზობლებთან“- აღნიშნა მარიკა ოლსონმა.
30 წლის განმავლობაში USAID მხარს უჭერდა საქართველოში სუფთა, განახლებადი,
საიმედო და ხელმისაწვდომი ენერგიის განვითარებას. ეს არის ამერიკის შეერთებული
შტატების მიერ აყვავებული და უსაფრთხო საქართველოსთვის მხარდაჭერის ერთ-
ერთი თვალსაჩინო მაგალითი.

აშშ-ს წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად
დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან
USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება
დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა
მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება,
ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი.


Spread the love