/საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროკავშირის მხარდაჭერით, არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტის და ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტები წარადგინეს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროკავშირის მხარდაჭერით, არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტის და ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტები წარადგინეს

Spread the love

საქართველოს პარლამენტი და ჯანდაცვის ორგანოები, საერთაშორისო დონორები და განვითარების სფეროს პარტნიორები, ჯანდაცვის ექსპერტები, აკადემიური წრეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დღეს დაინტერესებულ მხარეთა ფორუმზე შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიღწევები და გამოწვევები, ასევე, არაგადამდებ დაავადებათა (NCD) საინვესტიციო პაკეტის  და ეროვნული სტრატეგიისა და ფიზიკური აქტივობის სამოქმედო გეგმის პროექტები.

ფორუმი, ისევე როგორც ზემოაღნიშნული დოკუმენტების შემუშავება, შესაძლებელი გახდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ყოველწლიურად საქართველოს არაგადამდები დაავადებების მხოლოდ ოთხი ჯგუფის გამო 3,000,000,000 ლარის ეკონომიკური ტვირთი აწევს. არაგადამდები დაავადებების (NCD) საინვესტიციო პაკეტი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტთა მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა მოამზადა, საქართველოში არსებულ არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის მიზნით პოტენციური ინტერვენციების ეკონომიკური და პოლიტიკური ანალიზია. დოკუმენტში აღწერილია არაგადამდები დაავადებების ამჟამინდელი ეკონომიკური ტვირთი, განსაზღვრულია პრიორიტეტული სფეროები, რომელშიც საჭიროა ღონისძიებების განხორციელება, შეფასებულია ამ ქმედებების და ჩადებული ინვესტიციისგან მიღებული სარგებელი. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ინვესტიციებს არაგადამდებ დაავადებებში, მოაქვს გაცილებით დიდი სარგებელი ეკონომიკური, ჯანმრთელობის და სოციალური კუთხით.

ქვეყანაში, უკანასკნელ პერიოდში, ურბანიზაციის პროცესების გაძლიერება, კერძო მანქანებისა და მოტორიზებული ტრანსპორტის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ახალი ტექნოლოგიების გავრცელება დადებით ეფექტთან ერთად ასევე უკავშირდება ფიზიკურად აქტიური ადამიანების რაოდენობის შემცირებას. მწვანე სივრცეების არასაკმარისი რაოდენობა და ფართობი ქალაქებში, სკოლებში ფიზიკური აქტივობის და სპორტის გაკვეთილების ინფრასტრუქტურული თუ სხვა პრობლემები, ფიზიკური აქტივობის მიზანმიმართული საკომუნიკაციო კამპანიების ნაკლებობა და მრავალი სხვა პრობლემა ასევე ხელს უწყობს ამ ტენდენციას. ამ მიზეზით, ფიზიკური აქტივობის სფეროში ყოვლისმომცველი პოლიტიკის საჭიროება იზრდება. ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტირომელიც დღეს განიხილეს, მიზნად ისახავს ეროვნულ დონეზე ეფექტური პოლიტიკის განხორციელებას მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლებისათვის.

„COVID-19 პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად. თუმცა, ახლა კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს მხარდაჭერა და მთავრობას ვეხმარებით შექმნან და დაამტკიცონ ჯანმრთელობის ეროვნული  სტრატეგია. რაც შეეხება არაგადამდებ დაავადებებს, ამ კუთხითაც არაერთ ინიციატივას დავუჭირეთ მხარი, მათ შორის, არაგადამდები დაავადებების საინვესტიციო პაკეტის შექმნა და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება,“ – განაცხადა კატალინ  გერმანმა, პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველო თამაშობდა წამყვან როლს რეგიონში თამბაქოს კონტროლის მძლავრი პოლიტიკის განხორციელებაში და ამან შეუწყო ხელი ზოგიერთი არაგადამდები დაავადების შემთხვევათა შემცირებას“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ, WHO-ს წარმომადგენელმა საქართველოში – „ახლა დადგა დრო მოვაგვაროთ არაგადამდები დაავადებების პრობლემა უფრო ყოვლისმომცველი მიდგომით, ყურადღება მივაქციოთ ისეთ მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორებს, როგორიცაა არაჯანსაღი კვება და ფიზიკური უმოქმედობა, და განვიხილოთ ყველაზე ეფექტური პოლიტიკის ინტერვენციები მათ დასაძლევად. დღევანდელი ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა ღია დიალოგისთვის ქვეყნის დონეზე შეგროვებულ უახლეს მტკიცებულებებზე და შემოთავაზებულ საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიებზე დაყრდნობით, რომლებიც შემუშავებულია საქართველოს მიერ ჯანმო-ს და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით.“

წინაპართა მიერ დაგროვილი ცოდნა, დაშვებულ შეცდომათა მეცნიერული ანალიზი, თანამედროვე საერთაშორისო, წარმატებული გამოცდილების გაზიარება, არგუმენტირებული, მტკიცებულებებზე დაყრდნობილი პროფესიული კამათი, მუდმივი დიალოგი, უწყვეტი განათლებისა და სრულყოფის ერთიანობა, ზეპოლიტიკური მსახურება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სფეროში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების უმნიშვნელოვანესი გზაა. არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ სწორედ აღნიშნულთა ერთიანობა წარმოადგენს ჩვენს მიზანს, რომლის განხორციელებისთვის ჯანმოსა და ევროკავშირის თანადგომას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ.

ფორუმის მიზანი იყო მაღალი დონის დიალოგის დაწყება, გადაწყვეტილების მიმღებთა, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის სრულმასშტაბიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის; ასევე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ქმედებათა განხორციელების, საკმარისი ადამიანური რესურსებისა და ადეკვატური და მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფაამასთან ერთად, ფორუმის მიზანი იყო მსგავსი მხარდაჭერის მიღება და დიალოგის წამოწყება ქვეყანაში ფიზიკური აქტივობის ეროვნული პოლიტიკის შექმნისა და დანერგვისათვის.


Spread the love