/„ევროპის ჯანმრთელობის ანგარიში“ – პოსტ-პანდემიური აღდგენის პროცესში ჯანმრთელობის ცენტრალურ ადგილზე დაყენება

„ევროპის ჯანმრთელობის ანგარიში“ – პოსტ-პანდემიური აღდგენის პროცესში ჯანმრთელობის ცენტრალურ ადგილზე დაყენება

Spread the love

WHO-ს ევროპის რეგიონში COVID-19 პანდემიის გრძელვადიანი ზემოქმედების გათვალისწინებით, ქვეყნები დგანან დიდ გამოწვევათა წინაშე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უთანასწორობის დაძლევისა და 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. თუმცა შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ არსებობს, თუ მთავრობები და ჯანდაცვის ორგანოები მიიღებენ აუცილებელ ზომებს და გაითვალისწინებენ 2021 წლის ევროპის ჯანმრთელობის ანგარიშის რეკომენდაციებს, რომელიც დღეს გამოაქვეყნა WHO-ს  ევროპის რეგიონულმა ოფისმა.

ანგარიში, რომელიც 3 წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, გვიჩვენებს რეგიონის პროგრესს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ჯანმრთელობის ისეთი ინდიკატორებისა, როგორიცაა ჯანდაცვის საყოველთაო მოცვა, არაგადამდები დაავადებები და გარემოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის საკითხები. ანგარიში ასევე  ასახავს, თუ როგორ შეაფერხა COVID-19 პანდემიამ ქვეყნების მცდელობები მიაღწიონ გადამწყვეტ მიზნებს.

მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში პირველად მოიცავს პროგნოზებს, რომლებიც შემუშავებულია ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტის მიერ (IHME, სიეტლი, ვაშინგტონი) სცენარები ასახავენ გავლენას ჯანმრთელობაზე სამი სცენარის შემთხვევაში: (1) არ ხდება სტრატეგიული ზომების მიღება პროგრესის მისაღწევად; (2) პროგრესი დაჩქარებულია და ძლიერდება; (3) პროგრესი კიდევ უფრო შენელდება და დასუსტდება. 

„პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის თავზე, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მკვეთრი არჩევანი – აღნიშნა ჰანს ჰენრი კლუგემ, WHO-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა -„ჩვენ შეგვიძლია ჯანდაცვის სექტორი პრიორიტეტად ვაქციოთ, ისე როგორც არასდროს, გადაუდებლად ვკონცენტრირდეთ დიდი ხნის უგულებელყოფილ საკითხებზე, მათ შორის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის სისტემებისა და სამედიცინო პერსონალის სათანადოდ დაფასებაზე, როგორც სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის აუცილებელ საყრდენებსა და მომავალი საგანგებო სიტუაციებისთვის მომზადების გადამწყვეტ ფაქტორზე. ან ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ შანსი, რომელიც ახლა გვაქვს, რითაც საფრთხეს შევუქმნით მოქალაქეების ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, ძირს გამოვუთხრით ცალკეული ქვეყნების და მართლაც მთელი ჩვენი რეგიონის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას. არჩევანი აშკარაა.“

ანგარიშის მიხედვით:

·         WHO-ს ევროპის რეგიონის ყველა ქვეყანამ მიაღწია მდგრადი განვითარების მიზანს 2030 წლისთვის, რომელიც გულისხმობს, რომ ყოველ 100,000 დაბადებულ ბავშვზე დედათა სიკვდილიანობა იყოს 70-ზე ნაკლები. 2017 წლის მონაცემებით, რეგიონის საშუალო მაჩვენებელია 13-ია ყოველ 100,000 დაბადებულზე.

·         WHO-ს ევროპის რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანამ მიაღწია მდგრადი განვითარების მიზანს ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის მხრივ, რომელიც არ უნდა ცდებოდეს 12-ს და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს ყოველ 1000 დაბადებულზე, რომელიც არ უნდა სცდებოდეს 25-ს. რეგიონის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს შესაბამისად 4-ს და 8-ს ყოველ 1000 დაბადებულზე.

·         რეგიონში ასევე დაფიქსირდა არაგადამდები დაავადებების გამო ნაადრევი სიკვდილიანობის არათანმიმდევრული პროგრესი. 2010-დან 2018 წლამდე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო ნაადრევი სიკვდილიანობა შემცირდა თითქმის 20%-ით, ხოლო კიბოთი გამოწვეულმა სიკვდილიანობამ იკლო თითქმის 10%-ით. ამის მიუხედავად, სიკვდილიანობის 20%-ზე მეტი გამოწვეულია კიბოთი და  პანდემიის დაწყებიდან მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა კიბოს სკრინინგსა და მკურნალობაზე.

მიუხედავად ამ დადებითი ტენდენციებისა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ:

·         პანდემიამ არაერთგვაროვანი გავლენა იქონია რეგიონში ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური კეთილდღეობის ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა 18-24 წლის მამაკაცებში, ყველაზე დაბალი ფსიქიკური კეთილდღეობა დაფიქსირდა 18-24 წლის და 35-44 წლის ქალებში.

·         თვითმკვლელობა კვლავაც რჩება ნაადრევი სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მიუხედავად კლების ტენდენციისა, WHO-ს ევროპის რეგიონში ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ასაკ-სტანდარტიზებული თვითმკვლელობით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს. 2019 წელს, ჯერ კიდევ პანდემიამდე, რეგიონში 119,000 ადამიანი სიკვდილი თვითმკვლელობით იყო გამოწვეული.

·         ევროპის რეგიონი მიეკუთვნება WHO-ს იმ ორად ორ რეგიონის, სადაც აივ-ინფექციის რიცხვი იზრდება. ახალი აივ-ინფექციათა რიცხვი გაიზარდა 6%-ით ყოველ 1000 მოსახლეზე 2015-2019 წლებში.

·         ფინანსური დაცვა კვლავაც გამოწვევად რჩება რეგიონში. ჯანდაცვასთან დაკავშირებული კატასტროფული ხარჯები ანუ შინამეურნეობის უუნარობა მოიხმაროს ჯანდაცვის სერვისები ჯიბიდან მაღალი გადახდების გამო – ქვეყნებში 1%-დან 19%-მდე მერყეობს.

·         COVID-19-მა უპრეცედენტო ზეწოლა მოახდინა ჯანდაცვის სისტემებზე, რამაც გამოიწვია მათი შეფერხება. 2020 წელს, პანდემიის პირველ თვეებში, რეგიონში არსებითი ჯანდაცვის სერვისების 40% ნაწილობრივ მაინც შეფერხდა. ეს ტენდენცია შენარჩუნდა მომდევნო წელსაც, როდესაც ჯანდაცვის სერვისების დაახლოებით 29% ნაწილობრივ მაინც შეფერხდა 2021 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში.

·         ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი პროგრესის მიუხედავად, ზრდასრული მოსახლეობის 26% კვლავ მოიხმარს თამბაქოს (შედარებისთვის, გლობალური საშუალო მაჩვენებელი – 23,6%-ია) და მოზრდილები მოიხმარენ საშუალოდ 9,5 ლიტრ სუფთა ალკოჰოლს წელიწადში (შედარებისთვის, გლობალური საშუალო მაჩვენებელი 5,8 ლიტრია).

·         რეგიონში 3-დან თითქმის 1 ბავშვი ებრძვის ჭარბწონიანობას ან სიმსუქნეს.

“ანგარიში აჩვენებს, რომ მრავალი მაჩვენებელი გამოსწორების გზაზეა. მათ შორის, ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის კლება, ან პროგრესი კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებისკენ“, განმარტავს IHME-ს  დირექტორი კრისტოფერ მიურეი, – „მაგრამ ბევრმა სხვა მნიშვნელოვანმა მაჩვენებელმა მხოლოდ მცირე პროგრესი განიცადა. ჩვენი პროგნოზები აშკარად ხაზს უსვამს აუცილებლობას ქვეყნებმა გააძლიერონ ძალისხმევა დადებითი შედეგების მისაღწევად ჯანმრთელობის სფეროში.”

”საბედნიეროდ, რეგიონს აქვს გეგმა, რომელსაც უნდა მიჰყვეს – ჩვენი მომავალი ხუთწლიანი გეგმა, რომელიც ერთხმად დაამტკიცეს წევრმა სახელმწიფოებმა 2020 წელს,” – ამბობს ჰანს კლუგე. „ევროპის სამუშაო პროგრამა ხელახლა აფასებს ჯანმრთელობის პრიორიტეტებს ძირითადი თემების მიხედვით, რაც ითვალისწინებს მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა ძირითადი პარტნიორების მიერ ჯანმრთელობის სფეროში განხორციელებულ ერთიან ქმედებებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ რეგიონის მნიშვნელოვან მიღწევებს, მოდით გავითვალისწინოთ ევროპის ჯანმრთელობის ანგარიშში ჩადებული გაფრთხილებები, ახლა, როდესაც პოსტ-კოვიდური მომავლისკენ ვიყურებით.”


Spread the love