2021 წლიდან, რთველის დროს ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა.
ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,ამბროლაურის ხმა“ ესაუბრა ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროს -დავით მაღრაძეს და გთავაზობთ მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რას წარმოადგენს მევენახეობის კადასტრის პროგრამა და რატომ არის მნიშვნელოვანი.
,, მევენახეობის კადასტრი არის პროგრამა საინფორმაცია ბაზა რომელიც თავს უყრის და აგროვებს ინფორმაციას საქართველოს ვენახებისა და მევენახეების შესახებ.მათი აგრონომიური მაჩვენებლები, ჯიშობრივი შემადგენლობები,გაშენების წელი , რომელიც რეგიონალურ პრინციპზე არის აგებული და ყველა რეგიონს მოიცავს, რადგან ქვეყანას ქონდეს სრული წარმოდგენა თავისი ვენახების ,მისი ჯიშური შემადგენლობის შესახებ. საქართველო არის მევენახეობის ტრადიციული ქვეყანა, ჩვენი ყოფა ცხოვრებისთვის ღვინო არის შეუცვლელი, ეროვნული და ისტორიული პროდუქტის რანგში აყვანილი, რომელიც თანდათან მსოფლიო ბაზარზე იმკვიდრებს ადგილს ,აქედან გამომდინარე, როგორც ქვეყანას ჭირდება იცოდეს რა გააჩნია, რა გვაქვს ხელთ, რათა უკეთესად შეხვდეს ახალი ბაზრის გამოწვევებს,უკეთესად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები და მიაწოდოს ის შესაბამისი პროდუქტი რომელიც ასეთი პრესტიჟისა და ისტორიული წარსულის ქვეყანამ უნდა აწარმოოს და უნდა ქონდეს” .
ჩვენთან კადასტრის პროგრამა დიდი ხანი არ არის რაც გაჩნდა ,მას წინ უძღვის ევროპული გამოცდილება,საქართველოში სხვადასხვა ფორმატით ვენახების აღწერა არსებობდა ,ეს იყო ძირითადად ბაღ-ვენახები, იქ იყო ძირითადად ინფორმაცია მხოლოდ ვენახების შესახებ,ახალი სისტემა გულისხმობს ვენახების სივრცული განაწილების დაკავშირებას გეოსაინფორმაციო სისტემებთან კავშირს, რუკებთან დაკავშირებას რაც შედარებით ახალია, საკადასტრო პროექტზე მუშაობა ღვინის ეროვნულ სააგენტოში 2014 წლიდან დავიწყეთ .
ვენახების კადასტრის ბაზა უკავშირდება რთველის ბაზას და მევენახე რომელსაც არ აქვს რეგისტრირებული წინასწარ ჩვენთან ,,ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან“ და არა საჯარო რეესტრთან, მას არ ექნება შესაძლებლობა მოსავლის ჩაბარების.
მევენახემ რომ შესძლოს წინასწარი რეგისტრაცია , ჩვენ 12 ივლისიდა დავიწყეთ მუშაობა რაჭაში(ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) და ლეჩხუმში (ცაგერის მუნიციპალიტეტი) ,სადაც გვაქვს გახსნილი აღრიცხვის ცენტრები და ჩვენი კვალიფიციური ოპერატორები ელიან მევენახეებს რომ მობრძანდნენ და დაარეგისტრირონ თავიანთი ვენახები, 12 ივლისიდან ყველა სოფელში ვიმუშავეთ გარკვეული პერიოდულობით გადანაცვლებადობის პრინციპით, როდესაც ამოიწურებოდა ერთი სოფელი, მეორეში გადავდიოდით ,დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 6 და ცაგერის მუნიციპალიტეტში 4 ლოკაციაზე გვყავს ჩვენ ოპერატორები .
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ეს არის ქ.ამბროლაური- სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრის რეგიონალური სამსახურის შენობაში.სოფელ ძირაგეულში – მექანიზატორის შენობაში, სოფლებში: სადმელი, ხვანჭკარა,ბუგეული- მერის რწმუნებულის ადმინისტრაციული შენობა , ჭრებალო– იუსტიციის სახლში.
ცაგერის მუნიციპალიტეტი ქ.ცაგერი – სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრიში,ჩხუტელი, ლასურიაში- მერის რწმუნებულის ადმინისტრაციული შენობაში, ლაჯანა – იუსტიცის სახლში.
ამჯერად აღრიცხვის ცენტრები 10 ლოკაცია არის რაჭასა და ლეჩხუმში. ჯამში15ოპერატორი(ამბროლაურში 10 და ცაგერში 5) მუშაობს და ემსახურება მევენახეთა აღრიცხვიანობას.
სხვადასხვა წყაროების გამოყენებით და დაყრდნობით როგორიც არის ადგილობრივი სოფლის რწმუნებულები,სოფლის მეურნეობის საკორდინაციო ცენტრის ინფორმაცია და წინა წელს ჩაბარებული იმ მევენახეთა რეგისტრაცია რომლებმაც წინა წელს ჩააბარეს ყურძენი, ყველა ამის შეჯერების შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ რომ დღეისათვის 80-85% მევენახეების დარეგისტრირებულია და ეს პროცესი გაგრძელდება,რაც შეეხება რეალურ სურათს და შედეგს დავინახავთ რთველის შემდეგ.