/„ახალგაზრდული მუშაკის“ გადამზადების აკრედიტირებული პროგრამა დაიწყო

„ახალგაზრდული მუშაკის“ გადამზადების აკრედიტირებული პროგრამა დაიწყო

Spread the love

ახალგაზრდობის სააგენტო ერთი წლის წინ, მანამდე არსებული სამი უწყების გაერთიანებით შეიქმნა, სააგენტოს მიზანია საქართველოში, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნა ევროპული მოდელით, რაც გულისხმობს ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ მოქალაქეებად, შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, როგორც ადგილობირვ ისე ეროვნულ დონეზე.

ახალგაზრდობის სააგენტომ მისი სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულების, „ახალაგზრდული საქმიანობის ინსტიტუციონალიზაციის“ ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით დღეს, სახელმწიფოსაგან აღიარებული პირველი „ახალგაზრდული მუშაკის“ გადამზადების აკრედიტირებული პროგრამა დაიწყო.

გადამზადების პროგრამის დაწყება, ახალაგზრდული მუშაკის ინსტიტუციონალიზაციის პროცესში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამით, პირველ ეტაპზე, ღია კონკურსის გზით შერჩეული 30 პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკი გადამზადდება, საქართველოს 9 რეგიონიდან. პროგრამა ევროპული სტანდარტების შესაბამისად აეწყო.

პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტს მსმენელები საქართველოს 9 რეგიონში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში გაივლიან. მსმენელებს შორის მოცემული პროფესიული სასწავლებლებიდან თითო თანამშრომელიც არის წარმოდგენილი, რომლებიც პროგრამის დასრულების შემდეგ საქმიანობას ადგილზე გააგრძელებენ. შესაბამისად, პროგრამის ამოქმედება ასევე ხელს შეუწყობს პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებას და პოპულარიზებას.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ,,ამბროლაურის ხმა” ესაუბრა :ახალგაზრდული საქმიანობის პროფესიის ინსტიტუციონალიზაციის მიმართულების ხელმძღვანელს -დეა აბულაძეს, პროფესიული კოლეჯის(ერქვანი) დირექტორი- ფრიდონ ბუაძეს და ,,ახალგაზრდული მუშაკის “პროგრამის მონაწილე -ეთერ ჭელიძეს.

 

 


Spread the love