სამ სექტემბერს, ამბროლაურის მერიაში გაიმართა პროექტ „რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა.
რაჭაში დაიწყო, ახალგაზრდობის სააგენტოს მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი ,,ჩართულობითი ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნის მხარდაჭერა, მდგრადი ახალგაზრდული პლათფორმების დაარსებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის გზით” რომელსაც ანხორციელებს რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი PMC-RC პარტნიორბით
პროექტის მიზანია “რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის” დაარსება და მისი მეშვეობით რეგიონის ახალგაზრდების ორგანიზაციული საქმიანობის, მოქალაქეობის, ურთიერთობების, მეწარმეობისა და ინიციატივების თეორიული და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება.
მომხსენებლებმა დამსწრე პირებს გააცნეს პროექტის მიზანი და სამომავლო გეგმები.
შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაცია, პრობლემების ხის შედგენის შესახებ. პრეზენტაციის ბოლოს დამსწრე პირებს თავად ჰქონდათ შესაძლებლობა მოეხდინათ პრობლემების იდენტიფიცირება და ერთ-ერთ მადგანზე შეედგინათ პრობლემების ხე.
პრეზენტაციების ეტაპზე გამოიკვეთა სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორებიცაა ახალგაზრდული სივრცეების არ არსებობა, განუვითარებელი შიდა ტურიზმი და გაუმართავი მუნიციპალური ტრანსპორტი.
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ახალგაზრდები მომავალში განაგრძობენ სიღრმისეულ მუშაობას.
პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების კომპეტენციების განვითარებას, მოტივაციის ზრდას და ადგილობრივი განვითარების საკითხებში მათი ჩართულობის ამაღლებას.
ახალგაზრდები გაიუმჯობესებენ სხვადასხვა ტიპის უნარ-ჩვევებს (პრობლემების პრიორიტეტიზაცია, პროექტების წერა, ფონდების მოეძიება, ლიდერობა, მოხალისეობა, ონლაინ პლათფორმებისა და სოციალური ქსელების გამოყენება), შეიძენენ ახალ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნებს და განახორციელებენ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში.
რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეაში ჩართვის შემთხვევაში, ახალგაზრდები შეძლებენ:
1) დაარსონ და მართონ საკუთარი, ახალგაზრდული ორგანიზაცია;
2) შექმნან გენდერულად სენსიტიური, ინკლუზიური და მულტისექტორული რაჭის ახალგაზრდობის ასამბლეის ორგანიზაციული განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
3)დაწერონ, მოიგონ და განახორციელონ ახალ-ახალი ახალგაზრდული პროექტები;
4) ჩაერთონ და დააორგანიზონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები;
5) ისწავლონ, დაგეგმონ და განახორციელონ ახალგაზრდებისთვის საჭირო აქტივობები;
6) ხელი შეუწყონ ადგილობრივი განვთარების პროცესებს;
აპლიკაციების მიღება გრძელდება 6 სექტემბრამდე.
რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ლინკს – shorturl.at/djyAV