ნიკორწმინდის ტაძრის უკანა ეზოში მამათა მონასტრის განთავსდება იგეგმება .
დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით, ტაძარი აშენებულია 1010 – 1014 წლებში.
მისი მშენებლობა მეფე ბაგრატ III კურაპალატის მეფობის ხანაში დაუმთავრებიათ და წმინდა ნიკოლოზის სახელზე უკურთხებიათ. აქედან უნდა იყოს წარმოშობილი ტაძრის სახელწოდებაც.
ნიკორწმინდა ღვთისმოსავი ბერების მყუდრო სავანედ 1014 წელს იქცა და XVI საუკუნემდე ნიკორწმინდა მონასტერს წარმოადგენდა.
1534 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III განაახლა ეკლესია და იქ საეპისკოპო კათედრა დაარსა, აქედან მოყოლებული ნიკორწმინდა რაჭის საეპისკოპოსო ტაძრად მოიხსენიება. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ტაძრის ეზოში სამსართულიანი სამრეკლო აღმართეს.
ერთადერთი მონასტერი რაჭაში, რომლის დაარსების თარიღიც ზუსტადაა ცნობილი – ნიკორწმინდის მონასტერია.
ნიკორწმინდის შესახებ ბევრი ისტორიკოსი თუ მოგზაური წერდა. XVIII საუკუნეში ტაძარი დაუთვალიერებიათ რუს ელჩებს, ტოლოჩანოვსა და იევლევს: „გავემგზავრეთ ალექსანდრე მეფის რაჭაში… ეკლესია ქვისაა, დიდი, საქმედ საკვირველი, ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელზე… ეკლესიის ახლოს არის ქვის გალავანი ორი კარით. იმავე ეკლესიაში დასაფლავებული არიან მეფის მახლობელი ნათესავები… აკლდამები გამართულია ეკლესიის კედლებში“. ელჩების ჩანაწერებში მოხსენიებულია ეკლესიის გალავანი, რომელიც დღესდღეობით მორღვეულია, მხოლოდ მისი ნაშთებია შემორჩენილი. ხოლო რაც შეეხება მეფის ახლობელთა აკლდამებს, ისინი ძეგლის განახლებისას გადაუფარავთ.
ნიკორწმიდის ისტორიული მამათა მონასტრის სამომავლო პროექტი
პროექტის ფოტო საბა გეგეშიძე
გარეკანის ფოტო ზაქარია ჭელიძე