/რაჭული “ტაბუ”

რაჭული “ტაბუ”

ავტორი: ანა ქემოკლიძე
საუკუნეების მანძილზე დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების შედეგად, რაჭველებმა ბევრ რამეს “ტაბუ” დაადეს.  ასეა მაგალითად:

 

  • ახალ წელს ჩხუბი არ შეიძლება, დაკვებება იცის.
  • ღამით ბავშვის ნაბანი წყლის გადაქცევა არ შეიძლება, ბავშვის გაუზნევება იცისო.
  • მზის ჩასვლის მერე კერვა არ შეიძლება.
  • კარებში ორის მიერ საგანის გატანა არ შეიძლება- სიკვდილი იცისო.
  • მარილის დაბნევამ ჩხუბი იცისო.
  • სუფრაზე თეფშის შეცვლამ ბედის შეცვლა იცისო.
  • დასაქორწინებლისგან კუჭის ჭამა არ შეიძლება, ქორწილზე გალურჯება იცისო.
  • მარჯვენა თვალის დახამხამებამ სიხარული იცის, მარცხენამ – წყენაო.
  • კაკალის მოჭრა არ შეიძლება – ცოლის სიკვდილი იცისო.
  • მერცხლის ბუდის დანგრევა არ შეიძლება – ოჯახის დანგრევა იცისო.
  • ბოსლობის კვირაში თავის დაბანა არ შეიძლება – თავბოსლობა (თავმსხვილა) შვილის დაბადება იცისო.
  • ღორის დაკვლა ახალ მთვარეზე არ შეიძლება – ხორცი დაიმღილებაო.
  • ხუთშაბათს თავის დაბანა არ შეიძლება, თმის გაცვენა იცისო.
  • ქმირანი ან ძმიანი ქალისგან ორშაბათს და ოთხშაბათს თავის დაბანა არ შეიძლება, ძმის ან ქმრის სიკვდილი იცისო.

“ორშაბათის ძალსაო

ქალო, ნუ იბან თავსაო.

ან მოგიკლავ ქმარსაო

ან საყვარელ ძმასაო.”

(ი. ჯოხაძე “რაჭული ტრადიციები”)

ეს ცრურწმენები რაჭაში დღემდეა შემორჩენილი, ჩვენი ბებია–ბაბუები  მკაცრად იცავენ და არ გვავიწყებენ მათ, თუმცა  ჩვენ არ გვჯერა (არ ვიცავთ) ამ ყველაფრის, მაგრამ ხშირად ჩვენც ვეხვევით ამ ცრურწმენების  ,,იდუმალ” მახეში.

ფოტო: ლელა კოტორაშვილი