გიგა ჯაფარიძე– რეჟისორი, მსახიობი, პოეტი, სცენარისტი და მესტვირე.
ცოტა რამ გიგა ჯაფარიძის შესახებ…
თხუთმეტი წლის გიგა სასწავლებლად თბილისში გადავიდა და თბილისის საამშენებლო-არქიტექტურულ ტექნიკუმში ჩაირიცხა, უსახსრობის გამო მან ვერ შეძლო დაესრულებინა სწავლა, მალევე ონში დაბრუნდა.
სარაიონო კულტურის სახლში ჩამოაყალიბა მხატვრული ბრიგადა, გიგა თანამოაზრეებთან ერთად დადიოდა სოფელ-სოფელ და სპექტაკლებს დგავდა.
გიგამ საშუალო სკოლის წარჩინებით დაასრულების შემდგომ, სწავლა კვლავ თბილისში კინო-სტუდიასთან არსებულ კინო-სამსახიობო ფაკულტეტზე განაგრძო.
თეატრალური მოღვაწეობა ამბროლაურის თეატრის სცენაზე დაიწყო (უკვე, არა სამოყვარულო).
გიგას რეჟისორობის პერიოდში, ამბროლაურის თეატრს „სახალხოს“ წოდება მიანიჭეს..
რამდენიმე წლისშემდეგ გიგა ჯაფარიძე მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და თავის ირგვლივ აერთიანებს ონის საზოგადოებას, ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილს, რომელებთან ერთადაც გიგა საოცრებებს ქმნიდა.
ონის თეატრის სცენაზე გიგამ 200-მდე სპექტაკლი დადგა:
მათგან განუმეორებელი და დაუვიწყარია: „ვაჟა ფშაველა“, „ღატაკი მილიონერი“, „ძმები“, „სამშობლო“, „აფროდიტეს კუნძული“, „ღატაკი მილიონერი“, „ამქვეყნიური სამოთხე“, „უდანაშაულო დამნაშავე“, „გიორნი მესამე“, დ. კასრაძის „სამშობლო“, აკ.გეწაძის „სისხლის ცრემლები“, ფიგეირედოს „მელა და ყურძენი“, უილიამ შექსპირის „ოიდიპოს მეფე“ და „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“, რ. ჯაფარიძის „ჯარიკაცის ქვრივი“, დარასელის „კიკვიძე“ და სხვა მრავალი.
გიგა ჯაფარიძე არის მრავალი სიმღერისა და ლექსის ავტორი.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მისი კიდევ ერთი დიდ საქმე ის არის, რომ დღეს რაჭული საკრავი გუდასტვირი ცოცხალია, ხშირად გამოდიოდა სახალხო დღესასწაულებზე სტვირით, როდესაც მან მისი დაკარგვის საფრთხე იგრძნო.
ეს საოცარი ადამიანი ყველა დროის დიდი რაჭველია, დღეს მისი დაბადებიდან 96 წელი გავიდა.
მეფე ლირი