/ოქროს ხანა

ოქროს ხანა

Spread the love

. საქართველო არც პოლიტიკური ძალით და არც ეკონომიკით, არ გამოირჩევა მსოფლიოში.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ როგორც კი საუბარი კულტურაზე ან ლიტერატურაზე დაიწყება, მაშინვე გამალებით ვერთვებით საუბრაში და ვცდილობთ მსოფლიოს დავანახთ, თუ რა დიდი ძალა გვაქვს ამ სფეროში.

ქართული კულტურის,მწერლობის თუ ფილოსოფიის „ოქროს ხანა“  XII საუკუნიდან იწყება, სწორედ მაშინ, როდესაც შოთა რუსთაველმა  „ვეფხისტყაოსანი“ შექმნა.

დღემდე მოღწეული არაა ტექსტის პირვანდელი ვარიანტი; უძველესი ხელნაწერი, რომელიც დღეისათვისაა ცნობილი, XVI საუკუნით თარიღდება.

საუკუნეების განმავლობაში პოემის ტექსტი იცვლებოდა, ინტერპოლატორების (ყალბისმქნელების) მიერ, ხშირად ემატებოდა ახალი სტროფები, ზოგჯერ კი მთელი თავებიც, დღეს პოემის ეს დამატებული თავები „ვეფხისტყაოსნის გაგრძელებების“ სახელითაა ცნობილი.

დღემდე მოღწეულია ვეფხისტყაოსნის 160-ზე მეტი ხელნაწერი წიგნი. ბეჭდურად პოემა პირველად 1712 წელს ვახტანგ VI-ის მიერ გამოიცა.

საქართველოში რუსთაველის შედევრს, იმთავითვე დიდი გამხმაურება და აჟიოტაჟი გამოუწვევია ხალხში, ჯერ ის ფაქტი რად ღირს,როდესაც დედა შვილს ათხოვებდა,“მზითვებში“ სწორედ ვეფხისტყაოსანს ატანდა, ეს ფაქტი მიუთითებს, იმას თუ რამდენად ფასეული იყო და არის ეს წიგნი თითოეული ქართველისთვის. 

„ვინ არ იცის დანტე, შექსპირი, კალდერონი! განა შეიძლება არცნობა ამ მარად ცოცხალი ოსტატებისა.“ – სწუხდა ტიციან ტაბიძე, დღეს რუსთაველის პოპურალიზაცია აქტიურად მიმდინარეობს.

დავით მაჭავარიანი. ფრაგმენტი გრაფიკული რომანიდან “ვეფხისტყაოსანი.”

 

 


Spread the love